როგორ უნდა მოვიქცეთ თუ playlist-ის შედგენა გვეზარება?

  • gvantsa28
  • თებერვალი 13, 2014

ნეუროვეაალბათ ყველას გიოცნებიათ რომ ყურსასმენს თვითონ შეერჩია სიმღერები, რომლების თქვენს განწყობას მოერგებოდა. ნუღარ განაგრძობთ ამ თემაზე ოცნებას, რადგან ეს უკვე რეალობად იქცა.

ადამიანებს, როგორც ინდივიდუალურ არსებებს გააჩნიათ განსხვავებული გემოვნება სხვა და სხვა სფეროში, მათ შორის მუსიკაშიც. მათი ერთი ნაწილი უსმენს ჯაზს, ზოგიც-პოპს ან როკს, მაგრამ ყველანი ვთანმხდებით, რომ მუსიკის როლი ადამიანის ცხოვრებაში უდიდესია. მას შუძლია გამოგვიცვალოს გუნება, დაგვაყენოს პოზიტიურ განწყობაზე ან პირიქით. თამამად შეიძლება განვაცხადოთ, რომ ადამიანი დამოკიდებულია მუსიკაზე.

ხანდახან ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც ყველაზე რთულად გადასაჭრელ “პრობლემას” წარმოადგენს ისეთი მუსიკის შერჩევა, რომელიც მოერგება თქვენს განწყობას. არა ნაკლებ დასაზარებელია ყოველკვიურად ან ყოველთვიურად ფლეილისთის ცლვა, რომელიც შეიცავს უკვე მობეზრებულ სიმღერებს, მაგრამ თქვენ მსგავს შემთხვევას ვეღარ წააწყდებით, თუ რამოდენიმე ათეულ დოლარს გაიმეტებთ იმ უნიკალური გამოგონების შესაძენად, რომელზეც ამ სტატიაში მოგითხრობთ.

neurowear-mico-ihow.geახლა კი გირჩევთ წამოდგეთ ფეხზე და გულრწფელი მადლობა მოუხადოთ იაპონიელებს და კომპანია Neurowear-ის, რომლებმაც შემოგვთავაზეს ინოვაციური პროდუქტი – “Mico ყურსასმენი”.

მისი პრეზენტაცია მოხდა 2013 წლის მარტში. ამ გამოგონების წყალობით აღარ დაგჭირდებათ დახარჯოთ დრო ფლეილისთების შედგენაში ან იმის ფიქრში, თუ რა სიმღერის მოსმენა გსურთ იმ კონკრეტულ მომენტში.

“Mico ყურსასმენი” ასკანდირებს ტვინს, იჭერს გონების ტალღებს და ავტომატურად რთავს მის შესაბამის მელოდიას. არა, არ გატყუებთ, ეს რეალობაა! ამ პროდუქტის გამოცდა შეეძლო ყველა იაპონელს, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სწორ დროს აღმოჩნდა სწორ ადგილას, იქ სადაც იდგნენ Neurowear-ის წარმომადგენლები – მოხალისეების მოლოდინში. ალაბათ გასაკვირი არც არის, მაგრამ მაინც გაცნობებთ რომ ყველა ცდა წარმატებით დასრულდა.

“Mico გონების-წამკითხავი სისტემა” შედგება ორი ნაწილისგან:
  • 1 წყვილი დიდი ყურსასმენი
  •  iPhone-ის აპლიკაცია

აპლიკაცია

ყურსასმენების შუბლთან მდებარე სენსორი აანალიზებს გონების ტალღებს და ააშკარავებს თქვენს განწყობას, შემდეგ უკავშირდება iPhone-ს და აპლიკაცია არჩევს ისეთ სიმღერას რომელიც 100%-ით გერგებათ. ეს ყველაფერი კი ხდება რამდენიმე წამში.

neuroheadphones-ihow.ge“Mico ყურსასმენი” ჯერ კიდევ სრულყოფის პროცესშია. მისი სიმღერების კატალოგი ამ დროისათვის მხოლოდ 100 სიმღერას მოიცავს, მაგრამ ახლო მომავალში მის გაზრდას გეგმავენ. ასევე აპარიბენ, რომ გამოცვალონ ყურსასმენის დიზაინი. ამჟამად მისი ზომა ნორმალურზე ცოტა არ იყოს დიდია, რაც მომხამარებლისთვის დისკომფორტს წარმოადგენს. ასე რომ, ეს ყველაფერი არ არის.

დაველოდოთ ახალ, უფრო გასაოცარ სურპრიზებს Neurowear-ის კომპანიისგან. ასევე ვიმედნოვნებ რომ მალე ამ პროდუქციას საქართველოშიც ვიხილავთ, იქამდე კი შეგვიძლია ვისარგებლოთ ონალინ მაღაზიებით და გამოვიწეროთ სანატრელი “Mico ყურსასმენი”.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.