როგორ უნდა მოვიქცეთ ყურადღება რომ არ გაგვეფანტოს

  • marinola
  • August 12, 2012
  • 0

ყურადღების მოკრებაზოგჯერ ვერანაირად ვერ ახერხებთ კონცენტრირებას, ყველაფერი ხელიდან გიცვივათ, აზრი გეფანტებათ, რა უნდა ვიღონოთ?

პირველ რიგში მიიღეთ კონტრასტული შხაპი. სხვადასხვა ტემპერატურის მოქმედებასისხლძარღვებზე გააძლიერებს სისხლის მიმოქცევას, მათ შორის თავის ტვინშიც. ჯანგბადის გაძლიერებულად მიღების შემდეგ თავის ტვინი ორმაგი ძალით იწყებს მუშაობას.

მაგრად დაიზილეთ ყურის ნიჟარები. ყურებზე მოთავსებულია წერტილები, რომლებიც არეგულირებენ თითქმის ყველა ორგანოს. გამხნევდებით და ძალაც მოგემატებათ.

2 კაკალი აგორავეთ თითებით. დაიწყეთ თითის წვერებით, შემდეგ – ხელისგულებს შორის, ამ დროს აქტიურდება ენდოკრინული სისტემა, რომელიც არეგულირებს ორგანიზმში ჰორმონების გამომუშავებას.

რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. შემდეგ საკუთარ თავს ჰკითხეთ, რა უნდა გააკეთოთ. როცა პასუხს გასცემთ, კიდევ რამდენჯერმე ჩაისუნთქეთ და  დაიწყეთ საქმის კეთება. ყოველთვის როცა გრძნობთ, რომ ზრი გეფანტებათ დაიწყეთ ღრმად სუნთქვა.

 დაიზილეთ ხელფეხის ცერების ფალანგები, შემდეგ დახუჭეთ თვალები და მოისვენეთ 3 წუთი.

თურმე შეიძლება ყურადღების ვარჯიში, ამას ხელს უწყობს ბურთით თამაში – ფეხბურთი, ფრენბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი და ისეთი სპორტული თამაშები, რასაც ყურადღების კონცენტრირება სჭირდება.

წინა «
შემდეგი »