როგორ ქმნიან ხელოვნურ კუნძულებს დუბაიში?

  • santy
  • აგვისტო 2, 2012

დუბაიში მორიგ გრანდიოზულ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. აქ საცოხვრებელ კომპელქსსა და კომერციულ ფართებს ხელვნურად შექმნილ კუნძულზე აშენებენ…

ქვეყანა, რომელი არაბეთის გაერთაინებული საემიროების ტერიტორიაზე მდებარეობს, განთქმულია საკმარისზე მეტი ქვიშით, თუმცა იქ მდებარე ქვიშა ხელოვნური კუნძულისთვს გამოუსადეგარია. იგი ძალიან წვრილია, რაც ქარს მისი იოლად მიმოფანტვის საშუალებას აძლევს. ამიტომ ჩაფიქრებული პროექტის სისრულეში მოსაყვანად დუბაი ქვიშას სპარსეთის ყურესთან მდებარე ტერიტორიიდან იღებს.

 

დაგროვილ მასალას წყალში გიგანტური მილის მეშვეობით უშვებენ. სწორედ ამგვარად  ჩაყრილი ქვიშა არის ფუნდამენტი, რომელზეც ხელოვნურ კუნძულს აგებენ. იმისათვის, რომ ტალღებმა ქვიშა არ გაფანტოს, გარშემო “ბარიერულ რიფებს ” აგებენ, რომლებსაც ქვიშის გარდა ქვებითა და სხვა მყარი მასალით ამაგრებენ. ამგვარ კედლებს 4 მეტრიანი სიმაღლის ტალღების შეჩერებაც კი შეუძლიათ.

წინა «
შემდეგი »