როგორ ყალიბდება თანკბილვა?

  • ioseb merabishvili
  • January 27, 2015
  • 0

კბილებიცენტრალური იკლუზიის მდგომარეობაში კბილთა მწკრივების შეერთებას თანკბილვა ეწოდება. თანკბილვა შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური და პათოლოგიური. თანკბილვა ფიზიოლოგიურია თუ ნორმალურად მიმდინარეობს ღეჭვა, მეტყველება და სახე არ უშნოვდება. ასეთებია ორთოგნათიული, პირდაპირი ფიზიოლოგიური პროგნათია და ოპისტოგნათია.

პათოლოგიური თანკბილვის დროს დარღვეულია ღეჭვის პროცესი და მეტყველება, სახე უშნოვდება, სახის კონფიგურაცია ირღვევა. პათოლოგიური თანკბილვა მოსალოდნელია ფიზიოლოგიური თანკბილვის გარკვეული ცვლილებების შედეგად, მაგალითად: ზოგიერთი კბილის დაკარგვის გამო.

პათოლოგიური თანკბილვა შეიძლება ადამიანში თავიდანვე აღინიშნოს. ორთოგნათიული თანკბილვის დროს თითოეული კბილი ეხება ორ ანტაგონისტს, რომელთაგან ერთი ძირითადია ხოლო მეორე გვრდითი.

ზედა წინა კბილები ფარავს დაახლოებითქვედა წინა კბილების გვირგვინის ერთ მესამედს. ორთოგნათიული თანკბილვისგან განსხვავდება აგრეთვე პირდაპირი ფიზიოლოგიურო პროგნათია და ოპისტოგნათია.

ფიზიოლოგიური პროგნათიის დროს ალვეოლური მორჩები როგორც ზედა ისე ქვედაწინა კბილები წინ არის დაზრილი ხოლო ოპისტოგნათიის დროს უკან.

სწორი თანკბილვა

პათოლოგიური თანკბილვის სახეებია: პროგნათია, პროოგენია, ღრმა, ღია და ჯვარედინი თანკბილვები.

პროგენია პროგნათიის საპირისპირო მოვლენაა, პროგენიის დროს ყბა და მასთან კბილთა მწკრივი წინ არის წამოწეული და ისინი ფარავენ ქვედა ყბის თანამოსახელე კბილებს. თუ პროგენია მკვეთრად არის გამოხატული მაშინ ზედა და ქვედა კბილთა მწკრივებს შორის ინტერვალი იქმნება. საკვების მოკბეჩის შესაძლებლობა ირღვევა ამიტომ მოკბეჩა გვერდითი კბილებით ხორციელდება, ხოლო იმ შემთხვევაში როცა ზედა წინა კბილები მეტისმეტად ფარავს ქვედა წინა კბილებს საუბარი არის ღრმა თანკბიკბილვის შესახებ ღია თანკბილვა ათოლოგიური თანკბილვის ერთ-ერთი სახეა.

ღია თანკბილვის დროს ზედა დაქვედა წინა კბილების კონტაქტი არ ხდება და მათ შორის ნაპრალი რჩება. ამ დროს ადგილი აქვს მეტყველების გაუარესებას და უარყოფითად მოქმედებს ავადმყოფის სახეზე. ჯვარედინი თანკბილვა პათოლოგიური თანკბილვების ჯგუფა მიეკუთვნება. ჯვარედინი თანკბილვა ეწოდება ზედა და ქვედა კბილთა მწკრივების ურთიერთდამოკიდებულებას როცა ფიზიოლოგიური კონტაქტი მხოლოდ წინა კბილებს შორის აღინიშნება.

თანკბილვის პათოლოგიურად ჩამოყალიბებაში ბევრი წვრილმანი ასრულებს უარყოფით როლს მაგალითად: გენები, ასევე დიდ როლს ასრულებს ამაში მატყუარა საწოვარა, ანუ მისი არასწორი გამოყენება. ზოგადად კი მატყუარა საწოვარა ძალიან კარგია ბავშვისთვის, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ მისი გამოყენების ვადები.

ასევე გაეცანით სტატიებს უფრო დაწვრილებით თანკბილვის შესახებ შემდეგ მისამართზე: ორთოდონტიული ცენტრი

წინა «
შემდეგი »