როგორ შევადარო სესხები ერთმანეთს?

  • ihow.ge
  • ოქტომბერი 1, 2014

სესხებისაფინანსო ინსტიტუტები საქართველოში ბოლო რამოდენიმე წელია, რაც ძალიან გააქტიურდნენ დაკრედიტების კუთხით, საწყის ეტაპზე კონკურენციის არ არსებობის გამო საპროცენტო სარგებელი კატასტროფულად დიდი იყო, ხოლო კონკურენციის გამძაფრებასთან ერთად ნელ-ნელა დაიწყო პროცენტების შემცირება და საკრედიტო პროდუქტების შეფუთვა.

ამ მიმართულებით განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებენ კომერციული ბანკები, ისინი ისე ფუთავენ საკუთარ პროდუქტებს, რომ თუ ფინანსური განხრით არ გაქვთ უმაღლესი განათლება ძალიან გაგიჭირდებათ წინასწარ იმის გარკვევა თუ რეალურად რა ხარჯების გაწევა მოგიწევთ სესხის მისაღებად და შემდგომ მის დასაფარად.

ბანკებთან ერთად მოსახლეობაში საკმაოდ გავრცელებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც სესხებს უფრო მარტივად გასცემენ ვიდრე ბანკები, მაგრამ მათ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთები აქვთ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორისაც არიან ისეთი კომპანიები, რომელთაც შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვთ, ამიტომ საჭიროა მათი სწორად შერჩევა.

ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარულია სწრაფი (ონლაინ) სესხები. ონლაინ სესხები გაიცემა ყოველგვარი ფილიალში მისვლის და დოკუმენტების შეგროვების გარეშე. ონლაინ სესხის ასაღებად დაგჭირდებათ მხოლოდ სესხის გამცემი კომპანიის საიტზე შესვლა და ელექტრონული განაცხადის შევსება, სადაც უთითებთ თქვენს პირად ინფორმაციას და აგზავნით განსახილველად.

ნებისმიერი ტიპის სესხის აღებისას თქვენ მოგიწევთ არჩევანის გაკეთება სხვადასხვა ფაქტორთა მიხედვით, მაგრამ ამ დროს დაბალი საპროცენტის დანამატის მქონე ფინანსური ინსტიტუტის მოძებნაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რათა შევიმციროთ საპროცენტო ხარჯი, ამისათვის კი თქვენ მოგიწევთ სხვადასხვა ფილიალებში ან ვებ-გვერდებზე ვიზიტი, რაც დამატებით ხარჯებთან, დროსთან და ნერვებთან არის დაკავშირებული.

საუკეთესო ვარიანტის შერჩევის დროს თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ გამოცდილი ადამიანის რჩევა ან პირადად მიიღოთ რჩევები SESXEBI.GE-ზე, სადაც თქვენ შესაძლებლობა გაქვთ შეადაროთ ერთმანეთს სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებში არსებული საპროცენტო განაკვეთები სხვადასხვა პროდუქტებზე.

SESXEBI.GE-ზე თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთს შეადაროთ:

1. ონლაინ სესხები საქრთველოში. ონლაინ სესხების შემთხვევაში ვებ-გვერდი საშუალებას გაძლევთ ერთმანეთს შეადაროთ სესხის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობა, სესხის ვადა, სესხის პროცენტი და ა.შ

ონლაინ სესხების შედარება

სასურველი ვარიანტის შერჩევის შემდეგ კი აკლიკებთ ღილაკს “აიღე სესხი” და ავტომატურად გადამისამართდებით იმ გვერდზე, სადაც შეძლებთ განაცხადის შევსებას თქვენთვის ხელსაყრელ სესხზე.

2. საბანკო სესხები საქართველოში. საბანკო სესხების შემთხვევაში ვებ-გვერდი გაძლევთ ინფორმაციას იმ მინიმალური მოთხოვნების შესახებ, რაც ბანკს აქვს დაწესებული სესხის გასაცემად, ასევე საპროცენტო განაკვეთისა და დამატებითი ხარჯების შესახებ.

საბანკო სესხი

სასურველი ვარიანტის შერჩევის შემდეგ “სესხის გვერდზე” დაკლიკებით თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ ბანკის ვებ-გვერდზე, სადაც მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო სესხის შესახებ.

3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხები საქართველოში. ამ შემთხვევაში თქვენ საშუალება გაქვთ ერთმანეთს შეადაროთ სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არსებული საპროცენტო განაკვეთი, სესხის ვადა და თანხა ერთმანეთს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია

შეარჩიეთ სასურველი ვარიანტი და შემდეგ გადადით სესხის გვერდზე და მიიღეთ დაწვრილებითი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო სესხის შესახებ.

ზემოთ განხილული პროცედურა გვიჩვენებს რომ SESXEBI.GE გვეხმარება ავირჩიოთ საუკეთესო და ამავდროულად დავზოგოთ დრო, ენერგია და ფინასნსები.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.