როგორ შევადგინოთ რეზიუმე-cv

  • ihow.ge
  • იანვარი 11, 2013

CV-რეზიუმე-ihow.geCV-ს დაწერაზე საკმაოდ ვრცელი და დეტალური სტატია უკვე არის განხილული ჩვენს ვებ-გვერდზე არსებულ ერთ-ერთ სტატიაში : cv-ს დაწერა. ამ სტატიაში კი ჩვენ ვისაუბრებთ cv-ს ფუნქტების დაწერას და ზოგადად cv-ს სტრუქტურის შედგენაზე Europass-ის ინსტრუქციების მიხედვით.

ამ ინსტრუქციის მიხედვით მომზადებული cv-ს გაგზავნა შეგეძლებათ არა მხოლოდ ქართულ არამედ სართაშორისო კომპანიების ვაკანსიებზეც კი.

Europass გააჩნია cv-ს დასახვეწი სხვადასხვა ინსტრუმენტები: მაგ: cv-ს ონლაინ შემქმნელი (სადაც ავსებთ cv-ს უკვე მზა ველებს და ამ ველების შევსების შემდეგ თქვენი cv-ც მზადაა, რაც ყველაზე კარგია შეგიძლიათ ამ ველების დამოუკიდებლად რედაქტირება, დამატება ან წაშლა არასასურველი ველებისა),  ასევე აქვს cv-ს მზა ფორმები და შედგენის ინსტრუქცია სხვადასხვა ენებზე და არის ასევე უკვე შედგენილი და შევსებული cv-ის მაგალითები.

რეზიუმის შედგენა

cv-ს შედგენას უნდა დაუთმოთ ძალიან დიდი ყურადღება, რადგან cv ეს არის პირველი კონტაქტი მომავალ დამსაქმებელთან, იმისათვის თუ სურვილი გაქვთ, რომ აუცილებლად მოხვდეთ გასაუბრებაზე ისე უნდა შეადგინოდ თქვენი cv, რომ მან აუცილებლად უნდა მიიპყროს მკითხველის ყურადღება.

მნიშვნელოვანია! როგორც წესი პიროვნება რომელიც არჩევს კანდიდატებს ერთი cv-ის განხილვას საწყის ეტაპზე არ ანდომებს ერთ წუთზე მეტს, ამიტომ თუ თქვენ არ გაქვთ თქვენს cv-ში სწორი აქცენტები გაკეთებული, ჩათვალეთ რომ ინტერვიუზე მოხვედრის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვით.

რეზიუმეს შედგენამდე გაითავლისწინეთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი:

რეზიუმეს წინა პლანზე ნათლად და ლოგიკურად წამოწიეთ თქვენი კვალიფიკაცია, შესაძლებლობები და კომპეტენცია.

რეზიუმეში ყურადღება მიაქციეთ ყველა სათანადო დეტალს, არ დაუშვათ სინტაქსური ან ორთოგრაფიული შეცდომები.

საკუთარი თავის წარმოსაჩენად სრულიად საკმარისია ორგვერდიანი cv, რადგან სამგვერდიანი cv ქვეყნების უმეტესობაში ითვლება ძალიად დიდად მიუხედავად დიდი სამუშაო სტაჟისაც კი.

თუ თქვენ სამუშაო გამოცდილება არ გაქვთ, რადგან ახალი დამთავრებული გაქვთ სკოლა ან უნივერსიტეტი, რეზიუმეში თავდაპირველად წარმოაჩინეთ თქვენი განათლება და განვლილი ტრენინგები.

სისტემატიურად გადახედეთ და ჩაასწორეთ თქვენი რეზიუმე განსაკუთრებით ყურადღებით გადაიკითხეთ ის სანამ დამსაქმებელთან გადააგზავნით, ასევე გაეცანით იმ კომპანიის პროფილს რომელსაც გამოცხადებული აქვს ვაკანსია და შემდგომ უფრო გაგიადვილდებათ თქვენი cv-ს ამ კომპანიაზე მორგება.

რეზიუმე უნდა იყოს სტრუქტურულად გამართული:

– პერსონალური ინფორმაცია

– აღწერეთ თქვენი სამუშაო გამოცდილება

– აღწერეთ თქვენი განათლება და განვლილი ტრენინგები

– დეტალურად აღწერეთ თქვენი თვისებები, კომპეტენცია და ყოველდღიური ინტერესის სფეროები.

შენიშვნა: რეზიუმეს შედგენისას გამოიყენეთ სტანდარტულად ერთი ფონტი, ერიდეთ სიტყვებზე ხაზის გასმას ან გამუქებას, ასევე კარგი იქნება თუ გადაამოწმებ როგორ გამოჩნდება თქვენი რეზიუმე ამობეჭვდის შემთხვევაში.

რეზიუმეს შედგენისას იყავით ლაკონური 

– გადმოეცით აზრი მოკლე წინადადებებით

– კონცენტრირება გააკეთეთ თქვენს საკვანძო სასწავლო და სამუშაო გამოცდილებაზე

– ახსენით ნებისმიერი ჩავარდნა თქვენს კარიერასა ან სწავლაში.

და ბოლოს წააკითხეთ თქვენი რეზიუმე სხვას სანამ გადაგზავნით, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ რომ არ გაქვთ დაშვებული არანაირი შეცდომა და ასევე შეაფასებინეთ სხვას თქვენი cv იმის  მიხედვით თუ რამდენად გასაგებია.

ეს იყო მოკლე მიმოხილვა რეზიუმის შედგენია, როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე დაწვრილებით ინფორმაცია შეგიძლიათ ჩვენივე ვებ-გვერდზე განთავსებულ სტატიაში გაეცნოთ: როგორ დავწეროთ cv.

ასევე დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ Europass-ის ინსტრუქციას ინგლისურ ენაზე – Europass_CV_Instructions_EN

Europass-ის cv-ს ფორმა ინგლისურად (შევსებული) – Europass-CV-Example-1-en_IE

Europass-ის ონლაინ cv-ს ფორმა ინგლისურად (შევსებული) – CVTemplate

ინტერვიუზე დაბარების შემთხვევაში თქვენი უპირატესობის დამტკიცება უნდა შეძლოთ სხვებთან შედარებით და ასევე კარგად შეისწავლეთ ის კომპანია, რომელმაც დაგიბარათ გასაუბრებაზე.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.