როგორ შევარჩიოთ არომატები კიტრის დაწნილებისას?

  • Creed
  • სექტემბერი 9, 2014

კიტრის-წნილი-ihow.geმლაშე კიტრის გემო დამოკიდებულია დასამარილებელი ბუკეტის შემადგენლობაზე. საკმარისია დავამატოთ რაიმე ახალი ან პირიქით არ ჩავდოთ შესაფერისი ინგრედიენტი და მივიღებთ სხვა გემოს კიტრს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი მომზადება არის ნამდვილი შემოქმედება.

 

 

 

რა დაგვჭირდება?

-მწვანილი: კამა, ოხრახუში, ტარხუნა, ნიახური, ქონდარი.
-დაფხვნილი შავი პილპილი, მარცვლოვანი შავი პილპილი.
-ფოთლები: მოცხარი, ალუბალი, მუხა.
-ცხარე წითელი წიწაკა.
-ნიორი, დაფნის ფოთოლი.

წნილის-ინგრედიენტები-ihow.geროგორც წესი კიტრის დაწნილებისას იყენებენ კამის ყვავილებსა და ღეროებს, მოცხრის, ალუბლის და ზოგჯერ მუხის ფოთლებს, პირშუშხას ფესვებსა და ფოთლებს, ნიორსა და პილპილს. ბუკეტის მწვანილი და ფოთლები უნდა იყოს ახალი, ღია მწვანე ფერის, ავადმყოფობის ნიშნების გარეშე. დაკვირვებით გავრეცხოთ ბანკაში მოათავსებამდე.

 

 

 

წნილის-ინგრედიენტები-კამა-ihow.geმწვანილის ბუკეტის აუცილებელი ელემენტია – კამა, რომელიც აერთიანებს სხვა დანარჩენ ინგრედიენტებს. კამა უნდა შევარჩიოთ ისეთი რომელიც იმყოფებოდა დაწყებითი ზრდის სტადიაში. ყავსფერი ღეროები და ნაყოფითი, როგორც წესი იმტვრება მის მოხრის შედეგად, და შეიცავს ნაკლებ საკვებ ნივთიერებებს.

 

 

მოცხრის-ფოთოლი-ihow.geმოცხარი კიტრს აძლევს განსაკუთრებულ არომატს. მისი შერჩევისას დააკვირდით რომ ფოთლები იყოს შავი მოცხრის, და არა წითელი მოცხრის, რომელსაც არომატიც კი არ გაკრავს.

 

 

 

ალუბლის-ფოთოლი-ihow.geალუბლის ფოთლები კიტრს შემატებს ნაზ და განსაკუთრებულ არომატს. მუხისას კი – კიტრს შეინარჩუნებს სიმკვრივე. ამის გარდა მუხის ფოთლები მათ შემატებს კასრის გემოს.

 

 

 

პირშუშხა-ihow.geპირშუშხას ფოთლები კიტრს ხდის ხრაშუნას. ისინი ასევე შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უშლის ბაქტერიების განვითარებას. სასურველია პირშუშხა არ იყოს ძალიან ძველი და უხეში. სხვათა შორის შეგიძლიათ მოათავსოთ თვით პირშუშხას ფესვი, რაც ითვლება უკეთესედ ვარიანტად.

 

 

 

წითელი-ცხარე-წიწაკა-ihow.geმლაშე კიტრს სიმწარეს შემატებს წითელი წიწაკა. ბანკაში ჩადებამდე მას ჭრიან ორად, მთელ სიგრძეზედ.

 

 

 

 

ტარხუნა-ihow.geხშირად გემოს გამო ამატებენ ცოტა ტარხუნას და ქონდარს. ცხარე გემოს შემატებს – მდოგვი. დაფნის ფოთოლი, მიხაკი (ძალიან ცოტა), ქინძი და შავი პილპილი, წნილს აძლევს არაჩვეულებრივ არომატს. ზოგი ამატებს ოხრახუშსა და ნიახურს.

 

 

 

დასაბეჯდი-კიტრები-ihow.geზოგადად 3 ლიტრიან ბანკაზე დებენ 2 ღერო კამას და პირშუშხას ფესვს, 3-5 თავი ნიორი, 3 მოცხრის ფოთოლს, 5-6 ალუბლის ფოთოლს, 1-2 მუხის ფოთოლს. ეს ყველა სანელებელი არ უნდა აღემატებოდეს კიტრების წონის 7 პროცენტს.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.