როგორ შევარჩიოთ ბრაუზერი

  • daviti
  • დეკემბერი 21, 2011

ინტერნეტით მილიონობით ადამიანი სარგებლობს, თუმცა ყველა როდი იყენებს ერთნაირ საშუალებას სერფინგისათვის. ამ სტატიაში მოგაწვდით ინფორმაციას წამყვანი საშუალებების შესახებ. ვისაუბრებ მათ მინუსებსა და პლიუსებზე. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ყველას აქვს რაღაც დადებითი. არჩევანი მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული

 

 

 

თავდაპირველად მოვიყვანოთ საერთო სტატისტიკა:

2011 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით (სურათი აღებულია wikimedia-დან).

Internet Explorer – 34,2%

 
Mozilla Firefox – 23,6%

 
Google Chrome –  20,6%

 
Opera – 5,0%

 
Safari – 11,2%

 
Android-სა და სხვა ბრაუზერებს ამ სტატიაში არ განვიხილავთ, ხოლო მათ წილობრივ მონაცემებს შეგიძლიათ სურათზე გაეცნოთ.

ამ სტატისტიკის შემხედვარეები ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გამოტანას: ზოგი ბრაუზერი ახალია, ზოგიც კარგა ხანია ამ სფეროშია. მოდით ახლა თითოეულის აღწერაზე გადავიდეთ.

Internet Explorer არის მაიკროსოფტის პროდუქტი, მისი დომინირება გამოწვეულია იმით, რომ windows-ის ძირითად პროგრამად ითვლება და მის ყველა ვერსიას მოჰყვება. სამწუხაროდ, სხვა მიზიზეზი რის გამოც ის შეიძლება დომინირებდეს, არ არსებობს. არსებობს ასეთი გამოთქმაც “IE არის პროგრამა, რომლითაც შესაძლებელია Mozilla ან Opera გადმოწერო.”
ძალიან ნელი და შეცდომებით სასვსე საშუალებაა ინტერნეტში საძრომიალოდ. ასე რომ, თუ თქვენ ამ ბრაუზერს იყენებთ გირჩევთ თავი დაანებოთ და სტატიის კითხვა განაგრძოთ.

Mozilla Firefox ეს ბრაუზერი ყველაზე სწრაფ საშუალებად ითვლება ინტერნეტში სამოგზაუროდ, თუმცა არა ყველაზე უსაფრთხოდ. ძალიან დატვირთულია, როგორც გარეგნულად ასევე სხვადასხვა დამატებებით, მაგრამ ძალიან იშვიათად გამოდის მწყობრიდან. ასევე ჰყავს “უმცროსი ძმაც” Fennec, რომელიც მობილურებისათვის გამოიყენება.

Google Chrome შედარებით ახალი პროდუქტია. აწყობილია სრულიად ახალი ტექნოლოგიებით და კარგი მომავალი უჩანს. სიჩქარე კარგი აქვს, მაგრამ არის ცოტა გაუმართავი და შეცდომებით სავსე. გასაგებია, რომ არის ძალიან სწრაფი და სადა თუმცა ყველას ვურჩევ რომ ამ ბრაუზერისაგან ჯერჯერობით თავი შეიკავონ.

Opera მისი დაბალი რეიტინგი ალბათ გამოწვეულია იმით, რომ საერთოდ არ უკეთდება რეკლამა, თუმცა ზემოთმოხსენებულ ბრაუზერს არაფრით ჩამოუვარდება. ყველაზე უსაფრთხო ბრაუზერია! აქვს ძალიან კარგი დიზაინი, Mozilla-ზე ცოტათი ნელია თუმცა აქვს ინფორმაციის შეკუმშვის შესაძლებლობა, რაც ძალიან გამოსადეგია თუ არასტაბილური ინტერნეტი გაქვთ. ამ ბრაუზერის გამოყენება არ არის რეკომენდირებული სუსტ კომპიუტერებზე. მასაც ჰყავს “პატარა ძმა” Opera mini, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მობილურ ვერსიებში.

Safari არის Apple-ის პროდუქტი. ძალიან პოპულარული იყო წარსულში, თუმცა კონკურენციას ვერ გაუძლო და განვითარება მობილურებში განაგრძო და საკმაოდ წარმატებულადაც. ამერიკაში ყველაზე რეიტინგულია ამ სფეროში, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც რომ მისი პოპულარობა Apple-ის სხვა პროდუქტების დამსახურებაცა, ისეთის როგორიცაა iPhone.

ვფიქრობ საინტერესო სტატია გამოვიდა და მისი დახმარებით მარტივად შეძლებთ თქვენთვის საუკეთესო ბრაუზერის არჩევას.

წინა «
შემდეგი »