• მთავარი
  • >
  • მოდა
  • >
  • როგორ შევარჩიოთ დეკორატიული კოსმეტიკა და ფერთა გამა?

როგორ შევარჩიოთ დეკორატიული კოსმეტიკა და ფერთა გამა?

  • lilien
  • იანვარი 13, 2015

დეკორატიული კოსმეტიკადეკორატიული კოსმეტიკის ფუნქციაა სახის ლამაზი ნაკვტების გამოკვეთა და დეფექტების დაფარვა, თუმცა მაკიაჟის გაკეთებამდე მნიშვნელოვანია  სახის ტიპის, კანის ტიპის და ფერის, თვალების ფერის, თმის ფერის გათვალისწინება. ის, რაც უხდება შავგვრემანს, შესაძლოა არ მოუხდეს ქერას და პირიქით.

მნიშვნელოვანია, რომ მაკიაჟის ფერთა გამა სწორად შევარჩიოთ. ამისათვის გთავაზოთ ინსტრუქციას კანის, თვალის და თმის ფერის მიხედვით (რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი ზუსტად ამ ინსრტუქციის მიხედვით გაიკეთოთ მაკიაჟი, იგი წარმოადგენს ბაზისს):

 

 

 ქერა თმა, ცისფერი ან თაფლისფერი თვალები, ღია ფერის კანი:

  • პუდრა და ტონალური- ღია ფერის (nude);
  • რუჟი-მკრთალი ვარდისფერი;
  • ტუჩსაცხი-ვარდისფერის და წითელის სხვადასხვა ვარიაცია;
  • ჩრდილები-ნაცრისფერი, ცისფერი;
  • წარბების ფანქარი- ღია ყავისფერი.

ქერა თმა, თაფლისფერი კანი, მომწვანო-მოყავისფრო თვალები:

  • პუდრა და ტონალური-ატმისფერი, ოქროსფერი;
  • რუჟი-ღია ნარინჯისფერი;
  • ტუჩსაცხი-ბეჟი, ნარინჯისფერი, ჟოლოსფერი;
  • ჩრდილები-ყავისფერი, ბადრიჯნისფერი;
  • წარბების ფანქარი-ყავისფერი.

შავი თმა, ცისფერი თვალები, ღია ფერის კანი:

  • პუდრა და ტონალური-ღია ვარდისფერი, კრემისფერი;
  • რუჟი-ნარინჯისფერი, ბეჟი;
  • ტუჩსაცხი-ბეჟი, წითელი, ჟოლოსფერი;
  • ჩრდილები-ნაცრისფერი, ცისფერი;
  • წარბების ფანქარი-შავი.

შავი თმა, შავი თვალები, მუქი კანი:

  • პუდრა და ტონალური-ოქროსფერი, ბეჟი;
  • რუჟი- ნარინჯისფერი, მოწითალო;
  • ტუჩსაცხი-წითელი, ალუბლისფერი;
  • ჩრდილები-თვალის ფერი;
  • წარბების ფანქარი- შავი.

მაკიაჟის გაკეთება

წითური თმა, ცისფერი ან ნაცრისფერი თვალები, ღია ფერის კანი:

  • პუდრა და ტონალური-ღია ფერის( nude);
  • რუჟი-ღია ფერის, მოყვითალო,მოვარდისფრო;
  • ტუჩსაცხი-მოწითალო,მოვარდისფრო, იისფერი;
  • ჩრდილები-ცისფერი, ნაცრისფერი, იისფერი;
  • წარბების ფანქარი-ღია ყავისფერი.

წითური თმა,მწვანე ან ყავისფერი თვალები, ღა ფერის კანი:

  • პუდრა და ტონალური-ბეჟი;
  • რუჟი-მოვარდისფრო;
  • ტუჩსაცხი-წითელი;
  • ჩრდილები-თვალისფერი;
  • წარბების ფანქარი-ყავისფერი;

მაკიაჟი

წაბლისფერი თმა,  ღია ფერის კანი:

  • პუდრა და ტონალური-ატმისფერი;
  • რუჟი -ვარდისფერი, მარჯნისფერი;
  • ტუჩსაცხი- ღია წითელი, მარჯნისფერი, ვარდისფერი;
  • ჩრდილები- თვალის ფერი;
  • წარბების ფანქარი- შავი.

წაბლისფერი თმა, მუქი თვალები, მუქი კანი:

  • პუდრა და ტონალური-ბეჟი;
  • რუჟი- ნარინჯისფერი, წითელი;
  • ტუჩსაცხი- ნარინჯისფერი, წითელი;
  • ჩრდილები- თვალის ფერი;
  • წარბების ფანქარი-  შავი.
წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.