როგორ შევარჩიოთ კომპიუტერის სავარძელი?

  • Creed
  • December 9, 2013
  • 0

კომპიუტერის-სავარძელი-ihow.geთუ თქვენ საკმაოდ დიდ დროს ატარებთ კომპიუტერთან, მაშინ უნდა იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზეც. ეს პირდაპირ დამოკიდებულია სამუშაო ადგილის გარემოზე. კომპიუტერის სავარძელი ისეთივე აუცილებელია როგორც მონიტორი და პროცესორი. რა თქმა უნდა შეგვიძლია გამოვიყენოთ ტაბურეტი, მაგრამ ეს იქნება მოუხერხებელი და არც თუ ისე სასარგებლო ჯანმრთელობისათვის.

 

 

კომფორტული- კომპიუტერის-სავარძელი-ihow.geსავარძლის საყიდლად წასვლისას უნდა გაითვალისწინოთ თუ რა დროს ატარებთ კომპიუტერთან რადგან ამაზე სავარძლის არჩევანია დამოკიდებული.
– რა თქმა უნდა მას უნდა ჰქონდეს თავის მისაყრდნობი, ის აგაცილებთ კისრის კუნთების გადატვირთვისგან და მოქცემთ საშუალებას განიტვირთოთ.
– მისაყრდნობის დახრილობის რეგულატორი, ხელს შეგიწყობთ ხერხემლის განტვირთვაში.
– სიმაღლის ან იდაყვის საყრდენის რეგულატორი, არ მისცემს მხრებსა და კისრის ხერხემალს დაღლილობის საშუალებას.
– შემაერთებელი კუთხე, ის თანაბრად გადაანაწილებს სავარძლის ზეწოლას ადამიანის სხეულზე.

 

კომპიუტერის-სავარძელი-5-ფეხით-ihow.geსაყურადღებოა სავარძლის გადასაკრავი მასალა, რა თქმა უნდა კარგია სუფთა ტყავი, მაგრამ ეს ყველაფერი დაკვირვებით უნდა შერჩეს, რათა აარჩიოთ ნატურალური ქსოვილი. ყურადღება მიაქციეთ მის სიმტკიცეზე, უმჯობესია 5 ფეხიანი სავარძელი.

 

 

 

საბავშო-კომპიუტერის-სავარძელი-ihow.geბავშვები არიან ყველაზე ხშირი სავარძლის მომხმარებლები, ამიტომ გირჩევდით შეიძინოთ მათვის ცალკე სავარძელი. შეძენისას თან ბავშვიც გაიყოლიეთ. დაჯდომის დროს ბავშვა აუცილებელია ფეხით მიწვდეს იატაკს ან გამოიყენოთ შესაფერისი ფეხ-საყრდენი. ხერხემალი უნდა ჰქონდეს გასწორებულ მდგომარეობაში, სავარძლის საყრდენი უნდა იყოს მაღალი და თავის მისაყრდნობით. და სავარძელს უნდა გადაჰკრავდეს ნატურალური ქსოვილი.

წინა «
შემდეგი »