როგორ შევარჩიოთ მეხსიერების ბარათი?

  • zviadii
  • ნოემბერი 20, 2014

სამსუნგის ფლეშ მეხსიერებასულ რაღაც ათიოდე წლის წინ პლანშეტებზე ვერც ვიოცნებებდით, მაგრამ პროგრესი თავის საქმეს აკეთებს. ახლა პლანშეტები და სმარტფონები ყოველ მეორე მომხმარებელს აქვს განვითარებულ ქვეყნებში. ჩაშენებული მეხსიერების მოცულობა ასეთი მოწყობილობებისათვის სულ უფრო იზრდება. ზოგირთ მოწყობილობას არ აქვს დიდი შიდა მეხსიერება და დროთა განმავლობაში საჭირო ხდება მისი გაზრდა მეხსიერების ბარათების საშუალებით.

არსებობს მეხსიერების ბარათების ბევრი ტიპი, მაგრამ ციფრული ტექნიკის დიდ უმრავლესობას აქვს ფლეშ-ბარათების microSD მხარდაჭერა. არსებობს გადამყვანები რომლებიც საშუალებას იძლევიან გამოვიყენოთ microSD ბარათები ისეთ მოწყობილობებზე რომლებსაც მხოლოდ SD ბარათების მხარდაჭერა აქვთ. ჯერჯერობით მაქსიმალური მოცულობა ასეთი ბარათებისა 512 გიგაბაიტია რაც დამეთანხმებით არც ისე ცოტაა ასეთი მცირე ზომის ბარათებისათვის.

თუ რა მოცულობის ბარათის შეძენას აპირებთ დამოკიდებულია არა მარტო თქვენს სურვილზე არამედ მოწყობილობის პროცესორზეც. ზუსტად პროცესორზეა დამოკიდებული რა მოცულობის ბარათს აღიქვამს ციფრული მოწყობილობა. თანამედროვე მობილური ტელეფონები აღიქვამენ 16გბ-მდე მოცულობის ბარათებს. სმარტფონები და პლანშეტები 16/32 გბ-მდე, იშვიათ შემთხვევებში 64/128 გბ.

მიკროესდე

ყველა მეხსიერების ბარათი იყოფა კლასებად: 2, 4, 8, 10, 20, 30 და ა.შ. რაც უფრო მაღალია ბარათის კლასი მით უფრო სწრაფად მუშაობს ის. თუ თქვენი სმარტფონი ან ვიდეოკამერა იწერს მაღალი გაფართოების ვიდეოს (FullHD) მონაცემთა გადაცემის სისწრაფით 24 მეგაბიტი წამში მაშინ დაგჭირდებათ მინიმუმ მეოთხე კლასის ბარათი. უფრო ძვირადღირებულ ფოტო და ვიდეოკამერებში მონაცემთა გადაცემა კიდევ უფრო მაღალია და მოითხოვენ 8-12 კლასის ბარათებს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ მაგალითად 16 გბ მოცულობის ბარათებს  4 და 10 კლასს შორისაც საკმაოა სხვაობა ფასში. თუ ბარათი გჭირდებათ უბრალო ტელეფონისთვის 2-4 კლასიც საკმარისია.

რაც არაა მიზანშეწონილი ისაა, რომ არ შეიძინოთ უცნობი მწარმოებლების მეხსიერების ბარათები. ცნობილი მწარმოებლები არიან: Kingston, Apacer, Transсend, SanDisk.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.