როგორ შევარჩიოთ მტვერსასრუტი?

  • Creed
  • დეკემბერი 13, 2013

მტვერსასრუტის-შერჩევა-ihow.geმტვერსასრუტი დღეს დღეისობით თითქმის ყველა ოჯახს აქვს სახლში, მაგრამ როგორ შევარჩიოთ იგი სწორად და რა პრინციპებით ვიხელმძღვანელოთ? არაა ყოველთვის კარგი მოუსმინოთ გამყიდველ-კონსულტანტებს, რადგან ისინი უფრო ორიენტირებულნი არიან გაყიდვაზე და მოგების მიღებაზე. ჯობია რჩევა ჰკითხოთ ნაცნობს ვინც უკვე შეიძინა მტვერსასრუტი, ან წაიკითხოთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ინსტრუქცია.

მტვერსასრუტი

მტვერსასრუტის-სიმძლავრე-ihow.geპირველი რაზეც ღირს ყურადღების მიქცევა ეს არიმი მისი სიმძლავრე. ზოგადად ინსტრუქციაში არის მითითებული დენის მოხმარებისა და შეწოვის სიმძლავრე. პირველი მაჩვენებელი გიჩვენებთ თუ რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარს მტვერსასრუტი, ხოლო მეორე რა სიმძლავრით შეიწოვს იგი მტვერს. პირველი მაჩვენებლის ანუ დენის მოხმარების მაღალი მაჩვენებელი არაა კარგი დალაგების გარანტია, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ შეწოვის სიმძლავრეს.

 

მტვერსასრუტის-ქაღალდის-ტომარა-ihow.geმეორე. მტვერსასრუტს შეიძლება მოყვებოდეს როგორც ქაღალდის ტომრები, ასევე ქსოვილის ტომრები. ქაღალდის ტომრები ეფექტურად აგროვებენ მტვერს, მაგრამ მისი გავსების შემდგომ იგი უნდა გადააგდოთ და ჩაანაცვლოთ ახლით. ჩვეულებრივი ქსოვილის ტომრები კი შეგიძლიათ გამოიყენოთ მრავალჯერ, მაგრამ ისინი კარგად ვერ იკავებენ მტვრის პატარა ნაწილაკებს.

 

 

მტვერსასრუტი-მარტივი-დალაგებაში-ihow.geმესამე. თუ არ გსურთ რომ შეიძინოთ ახალი ტომრები, არის მტვერსასრუტები რომელთაც მოყვებათ ე.წ ნაგვის შესაგროვებელი სექცია, მაგრამ მათი ნაკლი ის არის, რომ დიდ მოცულობას იკავებს კორპუსში და როგორც წესი გააჩნიათ უფრო ნაკლები სიმძლავრე, ასეთ შემთხვევაში თქვენ შეიძენთ მარტივად მოსახმარ მტვერსასრუტს, მაგრამ ნაკლები სიმძლავრის მქონეს და შესაბამისად ნაკლები შეწოვადობის ძალით.

 

 

მტვერსასრუტი-აკვაფილტრით-ihow.geმეოთხე. დალაგების კუთხით ყველაზე ეფექტური ითვლება მტვერსასრუტი აკვა ფილტრით. ესეთი მტვერსასრუტი არის მოცულობაში დიდი და ფასიც მაღალი აქვს. ასევე ყოველი გამოყენების დროს (იგივე პატარა დალაგების დროს) აუცილებელია წყლის საცავის გაწმენდა.

 

 

 

მტვერსასრუტი-ავეჯისთვის-ihow.geმეხუთე. არის მტვერსასრუტები მშრალი და ნამიანი მოხმარებისთვის. მშრალით თქვენ შეძლებთ მხოლოდ მტვრის ალაგებას/აღებას, ხოლო ნამიანით აიღოთ მტვერი, მორეცხოთ იატაკი, დაალაგოთ ხალიჩა თუ ავეჯი. მაგრამ მეორეს მინუსია დიდი მოცულობა და შეუძლებელია მისი ხშირი გამოყენება.

 

 

მტვერსასრუტის-თავები-ihow.geმეექვსე. ყველა მტვერსასრუტს კომპლექტში მოყვება თავები. ამიტომ ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ რომ ისინი ნამდვილად იყოს კომპლექტში და ასევე დააკვირდით მათ ნაირსახეობას. ზოგიერთი თავი გაცილებით გიადვილებთ გარკვეული დალაგების პროცედურას.

გისურვებთ წარმატებულ შეძენას!

ასევე გაეცანით კონდიციონერის სახეობებს, შერჩევის პირობებსა და თავისებურებებს – როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი?

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.