როგორ შევარჩიოთ ნეთბუკი

  • Маня
  • აგვისტო 4, 2012

მყიდველმა ნეთბუკის შეძენისას რამდენიმე პარამეტრზე უნდა გაამახვილოს ყურადღება.

ესენია :

●  ნეთბუქის ზომა

● ოპერატიული მახსოვრობა

● მყარი დისკი

● პროცესორი

● აკუმულატორის მუშაობის ხანგრძლივობა

 

ნეთბუქის ზომა

ნეთბუქის ზომა დამოკიდებულია ნეთბუქის ეკრანის დიაგონალის ზომაზე. როგორც წესი ის 7 დიუმიდან 12 დიუმს შეადგენს. ყველაზე პოპულარულია 10 დიუმიანი ნეთბუქები.  ნეთბუქის საშუალო ზომებია 25х17х3 სმ.

რაც შეეხება დიდეკრანიან ნეთბუქებს , კერძოდ კი 12 დიუმიანებს მათ 1366/768 პიქსელის მხარდაწერა აქვს, რაც ზოგიერთი აპლიკაციის მუშაობას უზრუნველყოფს, რომლებიც 1024/600–ისთვის არაა ოპტიმიზირებული . თუმცა ნეთბუქის დიდი ზომა მის დიდ სიმძიმესა და ენერგიის მეტ მოხმარებასაც უკავშირდება. ამიტომ მათი აკუმულატორები 5–6 საათზე მეტს ვერ ძლებენ.

 

ნეთბუქის ოპერატიული მახსოვრობა

ყველაზე პოპულარულია ნეთბუქები, რომელთა ოპერატიული მახსოვრობა 1–2 გიგაბაიტს შეადგენს. მახსოვრობა იყოფა რამდენიმე ტიპად : DDR2 და  DDR3. არის მესამე ტიპი, რომელიც ნაკლებად ხარჯავს ენერგიას და მუშაობს უფრო სწრაფად. ამიტომ ნეთბუქის შერჩევისას უპირატესობა მას უნდა მივანიჭოთ. თუმცა ეს მთავარი ტექნიკის მთავარი კრიტერიუმი არ  არის, მისი გამართულად  ფუნქციონირებისთვის საკამრისია DDR2.

 

ნეთბუქის მაყრი დისკი

ნეთბუქებში ფაილების შემნახველის მოცულობა მერყეობს 160 გეაგბაიტიდან 320 გეგაბაიტამდე.  ეს კრიტერიუმი ნაკლებად მნიშვნელოვანია , რადგან „ ტევადი“ ფაილები შეიძლება შევინახოთ კომპიუტერსა და გარე მყარ დისკზე.

 

ნეთბუქის პროცესორი

ამ ხრივ პოპულარულია Atom –ის ერთ და ორბირთვიანი პროცესორები.

ნეთბუქისთვის ორბირთვიანი პროცესორი სასურველი არ არის, რადგან მეორე ბირთვი სამუშაოს მხოლოდ 30 % –აწარმოებს, ამასთან მეტ ენერგიას ხარჯავს.  ამის მიუხედავად მაინც უკეთესია ორბირთვიანი ნეთბუქის შეძენა. რადგან ნეთბუქის გადართვა შესაძლებელია ენერგიის დაზოგვის რეჟიმზე, საჭირო დროს კი სრული დატვირთვით ვამუშაოთ.

 

ნეთბუქის აკუმულატორის მუშაობის ხანგრძლივობა

ნეთბუქის შეძენისას სწორედ ამ ფაქტორზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. როგორც წესი ბატარია 4 საათიდან 11 საათამდე ძლებს.  ნეთბუქის მაჩვენებლების გადახედვისას ყურადღება მიაქციეთ ბატარეის „количество ячеек” (number of cells in the notebook) .რაც უფრო მეტი იქნება მათი რაოდენობა მით უკეთესი. ყველაზე უკეთესია 6 –დანაყოფიანი, მეტდანაყოფიანი ბატარეის პოვნის შესაძლებლობა  ნაკლებია .  6–დანაყოფიანი ბატარეა 6–10 საათს ძლებს, დატვირთული მუშაობისას კი 3–4 საათს.

 

წინა «
შემდეგი »