როგორ შევარჩიოთ როლიკები?

  • Маня
  • August 7, 2012
  • 0

დავიწყოთ ცოტაოდენი ისტორიით. როლიკების შესახებ ცნობილი გახდა 1760 წელს, თუმცა ბევრად უფრო ადრე  ისინი სწრაფად სირბილისთვის იაპონიაში გამოიყენებოდა. თავდაპირველად მათი ბორბლები თანამედროვე როლიკების მსგავსად ერთ ხაზზე იყო განლაგებული, მოგვიანებით კი როლიკებზე წყვილ–წყვილი ბორბალი გაჩნდა, რაც დამწყებ როლერებს საქმეს უადვილებდა. მე–19 საუკუნეში კი როლიკებით სრიალი მოდაში შემოვიდა.

იმისათვის რომ როლიკები სწორად შევარჩიოთ უნდა ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობები და განსაზღვრული გვქონდეს გართობის რა ტიპისთვის გვჭირდება ისინი. უფროსებისთვის განკუთვნილი როლიკები რამდენიმე ტიპადაა დაყოფილი, რაც სრიალის სხვადასხვა ტიპზეა დამოკიდებული.

           ● ფიტნეს როლიკები – ეს როლიკების ყველაზე გავრცელებული ტიპია და მათთვისაა ვისაც აქტიური დასვენება უყვარს. ტრადიციულად როლიკებს აქვს ოთხი ბორბალი, რომელთა ზომები 76-84  და 84-90 მილიმეტრებია. როლიკებს აქვს ტორმუზი რომელიც ფეხსაცმელშია განთავსებული.rolikebi

           ● ფრისკეიტი– მათთვისაა ვინს თავს არც დამწყებად და არც პროფესიონალად თვლის.  ფეხსაცმლის ძირი გამძლე და რბილია ამიტომ მის მფლობელს მსუბუქი ტრიუკების გაკეთება შეეძლება.

● აგრესივი– ეს როლიკები ტრიუკებისთვისაა. მისი კონსტრუქცია გამძლე და მძიმეა.

shavi rolikebi

 ● სარბენი როლიკები– მხოლოდ რბენისთვისაა გათვალისწინებული.

● საბავშვო როლიკები– წარმოდგენილია გამწევი როლიკების სახით, რომლის ზომის გაზრდა ბავშვის ფეხის ზრდის მიხედვითაა შესაძლებელი. ამ როლიკებს აქვს 3–4 ბორბალი და ისინი დაბალი სიჩქარით გამოირჩევიან.

● ქალის როლიკები– ქალის როლიკებს სპეციალური სტრუქტურა გააჩნიათ. ფეხსაცმელი იმეორებს ქალის ტერფის მოყვანილობას, რაც ქალბატონებს სრიალს უადვილებს.


 

როლიკების ყიდვისას ყურადღება უნდა მიაქციოთ ზომასაც. მოისინჯეთ ერთი ზომით პატარა და ერთი ზომით დიდი როლიკებიც, რადგან დავადგინოთ რომელში უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს ( ფეხის მოყვანილობის გამო, ზოგს სწორი ტერფი არ აქვს და მისი ზომის მიუხედავად როლიკები ზუსტად ფეხზე არ მოერგოს). როლიკების ყიდვისას უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი ფეხს ზუსტად უნდა მოერგოს. ასევე არაა სასურველი ცოტა დიდი ზომის შეძენა, რადგან ხმარებისას ფეხსაცმელი გადიდდება და სრიალი შეუძლებელი და საშიშიც გახდება. როლიკების მორგების შემდეგ ნუ იჩქარებთ სალაროსთან მისვლას და საფასურის გადახდას მაღაზიაში 15 წუთამდე გაიკატავეთ, რათა დარწმუნდეთ მის კომფორტულობაში. როლიკების შეძენის შემდეგ ნუ იჩქარებთ მის ქუჩაში გამოყენებას, 1–2 საათით სახლში ისრიალეთ, რათა  დისკომფორტის შემთხვევაში უკან მაღაზიაში შეძლოთ დაბრუნება.

 

წინა «
შემდეგი »