როგორ შევარჩიოთ საზამთრო?

  • Black White
  • ივნისი 8, 2014

საზამთრობევრ ადამიანს წარმოდგენაც კი არ აქვს როგორ აარჩიოს საზამთრო. ისინი ზოგ შემთხვევაში იმ საზამთროს არჩევენ, რომლებიც სხვებთან შედარებით დიდია ან უკეთესი შეფერილობა აქვთ. თუმცა ეს ბევრს არაფერს გვაძლევს. მიუხედავად იმისა, რომ საზამთროს გარეგანი დეტალებით რთულია განსაზღვრო თუ შიგნით როგორია ის, მაგრამ არსებობს რამდენიმე ჭკვიანური ხერხი, რომელიც დაგვეხმარება ამ ყველაფერში.

 

დააკვირდით საზამთროს ფორმას. საღ საზამთროს არ შეემჩნევა ჩაზნექილობის კვალი ან თუნდაც ბზარები. თუ საზამთროს გააჩნია მიწის ან თუნდაც თითქოსდა დავარდნილობის ლაქები, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მას ზედმეტი რაოდენობის მზე ან წყალი მოხვდა ზრდის პერიოდში, რაც მის სიმშრალეს გამოიწვევდა ან პირიქით.

ხელით აწონეთ. საზამთრო თავის ზომის შესაბამისად მძიმე უნდა იყოს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ის სავსეა წყლით, შესაბამისად გამოდის, რომ ის მწიფეა და გემრიელი მისართევად. შეადარე ერთნაირი ზომის საზამთროები ერთმანეთს – რომელიც უფრო მძიმეა, ის უფრო კარგად არის დამწიფებული. ეს რჩევა შეგიძლიათ ნებისმიერ ხილთან თუ ბოსტენულთან მიმართებაშიც გამოიყენოთ.

დააკვირდით მიწის ლაქას. საზამთროს ქვედა მხარეს უნდა გააჩნდეს ნაღებისფერი ან ყვითელი ლაქა, რომელიც ცნობილი, როგორც მიწის ლაქა. ეს სწორედ ის ადგილია, რომლითაც იგი მიწაზე იდო იმდენ ხანს, რომ უკვე დამწიფდა. ანუ რაც უფრო მუქია ლაქა, მით უკეთესია. თუ “მიწის ლაქა” თეთრი ფერისაა, ან საერთოდ არ ატყვია, გამოდის, რომ საზამთრო დროს ადრე იქნა მოშორებული მიწას და შესაძლოა ის მწიფეც არ იყოს.

დააკვირდით ფერს.  საუკეთესო, უკვე დამწიფებული საზამთრო უნდა იყოს მუქი მწვანე ფერის და ნაკლებად უნდა იყოს ნათელი ან მბრწყინავი. საზამთროებს, რომელსაც კრიალა და მბზინვარე ელფერი აკრავთ ჩვეულებრივ არ არიან დამწიფებულნი.

სცადეთ დაკაკუნების ხერხი. დაკაკუნების ხერხით შესაძლოა საზამთროს ავკარგიანობის მიხვედრა შედარებით რთული იყოს, მაგრამ ბევრი ადამიანი სწორედ ამ ხერხით ხვდება ამ ყველაფერს. რამდენჯერმე მსუბუქად დაუკაკუნეთ და დაუკვირდით როგორ ხმას გამოსცემს. მწიფე საზამთროს უფრო გრუხუნა და კარგად გასაგონი ხმა აქვს. თუ იგი ყრუ ხმას გამოსცემს, გამოდის, რომ ის არ არის მწიფე.

წინასწარ დაჭრილი საზამთრო. იმ შემთხვევაში კი თუ საქმე წინასწარ დაჭრილ საზამთროსთან გაქვთ, აქ რამდენიმე დეტალს შეხვდებით, რომელზედაც ყურადღება აუცილებლად უნდა გაამახვილოთ.აირჩიეთ საზამთროს ღია წითელი ნაწილი, იქ სადაც ყავისფერი ან შავი თესლებია. მოერიდეთ ისეთ ნაჭრებს, რომელსაც თეთრი ზოლი გასდევთ ან თეთრი შეფერილობის თესლებით არიან სავსენი. ასევე მიაქციეთ ყურადღებას იმას, რომ ნაჭერი არ იყოს გამომშრალი.

დააკვირდით საზამთროს ყუნწს. საზამთროს ყუნწი არ უნდა იყოს ძალიან გამხმარი, ეს მიუთითებს იმაზე რომ საზამთრო საკმაოდ დიდი ხნის მოკრეფილია, ასევე გამყიდველები ხშირად აჭრიან საზამთროს ყუნწს რათა ვერ მოხერხდეს მისი დაკრეფის დრო მარტივად, ასე რომ ერიდეთ ისეთი საზამთროს შეძენას რომელსაც აქვს გამხმარი ყუნწი ან საერთოდ არ აქვს ის.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.