როგორ შევარჩიოთ სათვალე

  • tatatatusi
  • თებერვალი 15, 2014

შავი შათვალესხვადასხვა აქსესუარი ადამიანის სახეს სხვადასხვაგვარად წარმოაჩენს. მათ რიცხვში შედის სათვალეც.

მრგვალ სახეს ყველაზე მეტად დიდი, წვრილჩარჩოიანი სათვალე უხდება. ქერათმიანები უნდა ერიდონ ღია ვარდისფერ და მუქი ტონის ჩარჩოებს.

თუ ოპტიკურ მინებიან სათვალეს ხმარობთ, რომლის მიღმა სახის ნააკვთები დიდდება ან პატარავდება, თვალები განსაკუთრებით ფაქიზად უნდა მოიხატოთ.

თუ სამკუთხა სახე, განიერი ღაწვები და წვეტიანი ნიკაპი გაქვთ, მოგიხდებათ პეპლის ფორმის სათვალე, რომლის ჩარჩოს ზედა მხარე ქვედაზე განიერია.

თუკი რქის ჩარჩო ამჯობინეთ თვალებზე ყავისფერი, ჩალისფერი ან გამომწვარი თიხისებრი ჩრდილი გადაისვით.

თუ ლურჯი ჩარჩო მოგწონთ მაშინ თვალებზე მოლურჯო-იისფერი ტონები იხმარეთ, ოვალურ სახეს ნებისმიერი ფორმის ჩარჩო უხდება.

წითელი სათვალე
თუ მოგძო ცხვირი გაქვთ, აჯობებს , ისეთი სათვალე შეიძინოთ, ღრმად ჩამჯდარი ტიხარი რომ ექნება, თუ პირიქით. მოკლე და პაწუა ცხირი გამშვენებთ – მაღალტიხრიანი.

წვრილი ჩარჩო ლამაზ თვალებს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.

სხვა აქსესუარები:

თუ სწორი და მაღალი ყელი გაქვთ, ყველაზე მეტად ბაცი მძივი მოგიხდებათ, რომელიც ფერით ტანსაცმელს ეხამება ან მასთან კონტრასტს ქმნის.

თუ არ გინდათ ყელზე გაამახვილოთ ყურადღება, აჯობებს წვრილი ძეწკვი ატაროთ.

საყურეების შერჩევისას სრული თავისუფლება გენიჭებათ – შეგიძლიათ, ფორმაც ფერიც და მასალაც თქვენივე სურვილისამებრ შეარჩიოთ – ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ მეტისმეტად დიდ საყურეებს აქცენტი ყურებზე გარადაქვთ.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.