როგორ შევარჩიოთ სათვალე

  • marinola
  • სექტემბერი 15, 2012
სათვალე

iHOW.GE

სხვადასხვა აქსესუარი ადამიანის სახეს სხვადასხვანაირად წარმოაჩენს. სათვალე ამ აქსესუართა რიცხვში შედის.

მრგვალ სახეს დიდი, წვრილჩარჩოიანი სათვალე უხდება.

სამკუთხა, ღაწვებგანიერ წაწვეტებულნიკაპა სახეს მოუხდება პეპლის ფორმის ჩარჩო, რომელსაც ზედა მხარე უფრო განიერი აქვს, ვიდრე ქვედა.

ოვალურ სახეს ნებისმიერი ფორმის სათვალე უხდება.

ქერათმიანები უნდა ერიდონ ღია ვარდისფერ და მუქ ჩარჩოებს.

თუ ლინზა სახის ნაკვთებს ადიდებს ან აპატარავებს, თვალები განსაკუთრებით ფაქიზად უნდა მოხატოთ.

თუ რძისფერჩარჩოიანი სათვალე გირჩევნიათ თვალები შეიღებეთ ყავისფერი, ჩალისფერი ან მომწვარი თიხისფერი ჩრდილით.

თუ ლურჯჩარჩოიანი სათვალე უფრო მოგწონთ, თვალები მოლურჯო-იისფერი ჩრდილებით შეიღებეთ.

თუ გრძელი ცხვირი გაქვთ, უმჯობესია ღრმად ჯამჯდარტიხრიანი სათვალე იხმაროთ, თუ მოკლე – მაღალტიხრიანი.

ძლიერ წვრილი ჩარჩო ლამაზ თვალებს უფრო ეფექტურს აჩენს.

ოვალურ სახეს პლასტმასის ჩარჩოც უხდება.

თუ კოხტა და მოხდენილ ჩარჩოს ატარებთ, თვალები ჩრდილით შეიღებეთ, ხოლო ტუჩებზე ოდნავ გადაისვით პომადა.

წინა «
შემდეგი »