როგორ შევარჩიოთ საშხაპო კაბინა?

  • Creed
  • December 7, 2013
  • 0

საშხაპე-კაბინის-არჩევა-ihow.geდღესდღეისობით უმრავლესობა ადგილის ეკონომის გამო უპირატესობას ანიჭებს საშხაპო კაბინას ვიდრე აბაზანას. დარჩენილ თავისუფალ ადგილს კი უთმობენ სარეცხ მანქანას. თუ როგორ ავარჩიოთ ბაზარზე არსებული უამრავი კაბინებიდან შესაფერისი, ამისათვის წავიკითხოთ შემდგომი ინსტრუქცია.

 

 

საშხაპე-კაბინა-თუ-კუთხე-ihow.geთავიდან უნდა გარკვიოთ რა გჭირდებათ, საშხაპო კაბინა თუ საშხაპო კუთხე? ისინი განსხვავდებიან როგორც ფასში ასევე ფუნქციებითაც. საშხაპო კუთხე ეს არის უბრალო საბანაო ადგილი, ხოლო საშხაპო კაბინა კი არის მრავალ ფუნქციური მოწყობილობა რომელშიც შეგიძლიათ ისარგებლოთ უამრავი დამატებითი ფუნქციებით, დაწყებული რადიოთი და დამთავრებული აბანოთი.

 

 

საშხაპე-კუთხის-განსხვავება-ihow.ge1. საშხაპო კუთხე – ეს არის უბრალო, ბიუჯეტური საშხაპო ვარიანტი. მას არ აქვს თავსახური. მას არ აქვს რაიმე ზედმეტი , ყველაფერი მარტივია და ფუნქციონალური. მისი განსხვავებეია პადონის ფორმებსა და კარების გაღების სტილში.

 

 

 

საშხაპე-კაბინა-ihow.ge2. საშხაპო კაბინა – ეს არის შეზღუდული, მრავალფუნქციური სივრცე, განკუთვნილი შხაპის მიღებისთვის და სხვა წყლის პროცედურების ჩატარებისათვის. ის მთლიანად დახურულია და აქვს გარკვეული სახის დამატებითი ფუნქციები, ავტონომური გახურებიდან FM რადიომდე. ზოგიერთ კაბინას აქვს ცალკე ორთქლის მისაღები სივრცე, რასაც საუნას ეძახიან. ასეთი კაბინები მაღალი ღირებულებით გამოირჩევა.

 

 

საშხაპე-კაბინა-და-კუთხე-ihow.geასე რომ კაბინის თუ კუთხის არჩევისას უნდა იხემძღვანელოთ საკუთარი მოთხოვნებითა და მატერიალური შესაძლებლობებით. თუ თქვენ გნებავთ უბრალო შხაპის მიღება და საკუთარი ჰიგიენის შენარჩუნება, მაშინი კუთხე უნდა აირჩიოთ. თუ თქვენ გნებათ წყლის პროცედურების დროს იმღეროთ კიდევაც და მიიღოთ საუნა მაშინ უნდა აირჩიოთ კაბინა.

გისურვებთ წარმატებულ შენაძენს და გაამოთ! :)

წინა «
შემდეგი »