როგორ შევარჩიოთ ტონალური

  • Маня
  • მაისი 17, 2013

samyi_luchshii_tonalnyi_krem_2011_2012_goda_5

ყველა გოგონა ოცნებობს სახის კანის იდეალურ რელიეფზე. თანამედროვე ტონალური კრემები და კორექტორები პროფესიონალების ხელში ფოტოშოპზე უკეთ მოქმედებენ. ტონალურის შერჩევისას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ რამდენიმე ფაქტორს: სახის კანის ტიპი, სახის კანის ფერი და რა თქმა უნდა თვითონ ტონალურის ხარისხი.

ტონალური იყოფა რამდენიმე ტიპად: დამატენიანებელი, მატონირებელი, ანტი -აკნე, ლიფტინგური.

ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის

ტონალური ცხიმიანი კანისთვის უნდა შეიცავდეს აბსორბენტებს, ცინკს, A და B ჯგუფის ვიტამინებსა და გოგირდს. ყველა ეს კომპონენტი გააკონტროლებს ცხიმის გამოყოფას. ცხიამიანი კანის დროს თავი აარიდეთ ტექსტურით სქელი ტონალურის გამოყენებას, ის წასმისას ნიღბის ეფექტს შექმნის.

უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ მატონირებელ ემულსიებს, კრემ-პუდრას. პატარა კორექტირებისთვის გამოიყენეთ ტონალური ფანქრის სახით.

3

 მშრალი კანისთვის

მშრალი კანი წლის ნებისმიერ დროს დატენიანებას საჭიროებს. ზაფხულში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მშრალი კანისთვის უნდა გამოიყენოთ მატონირებელი კრემები ალოეს, ჰიალურინის მჟავის შემცველობით. ასევე კარგი იქნება თუ კრემი შეიცავს სხვადასხვა ბუნებრივ ზეთს. მშრალი კანისთვის ასევე კარგია ე.წ BB კრემები. ეს კრემები რამდენიმე საფეხურად მოქმედებენ: უვლიან სახის კანს, ატენიანებენ, ასწორებენ სახის კანს და იცავენ UV გამოსხივებისგან. ამ დადებითი მახასიათებლების გამო ის შეიძლება გამოიყენოთ როგორც მაკიაჟის საფუძველი, რომელსაც დაადებთ ტონალურის ფენას.

232579

ასაკოვანი კანისთვის

ასაკოვანი კანისთვის გამოიყენეთ ლიფტინგ-ეფექტის კრემები. მათ შემცველობაში შედის კოენზიმ Q10, A , B და C ვიტამინები. ამ ტიპის კრემები არამარტო აახალგაზრდავებს კანს და აჩერებს მის დაბერებას, არამედ ატენიანებს და იცავს კანს გარეგანი დამაზიანებელი ფაქტორებისგან.

 ტონალური კანის ფერის მიხედვით

ვიზაჟისტების თქმით ტონალური კრემისა და სახის ფერი იდენტური უნდა იყოს.

თუ თქვენი სახის კანი მოთეთრო-მოვარდისფრო ფერისაა შეარჩიეთ ბეჟი ბერის ტონალური. მოყვითალო ფერის კანისთვის (აზიური ტიპის) უპირატესობა მიანიჭეთ მოვარდისფრო-ბეჟი ფერის ტონალურს. მუქი კანის ფერი იდეალურად ერწყმის მოატმისფერო-ბეჟ ფერს.

ტონალურის შეძენისას კრემი წაისვით ლოყაზე. დააკვირდით ტონალურმა არ უნდა შექმნას ზღვარი ნატურალურ კანის ფერსა და შეღებილს შორის. თქვენს კანზე მუქი ფერის ტონალური ვიზუალურად ხელოვნური და არანატურალური გამოჩნდება.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.