როგორ შევარჩიოთ ფლეშკა

  • Маня
  • აგვისტო 19, 2012

მეხსიერების ბარათის შეძენისას უნდა რამდენიმე ფაქტორზე გავამახვილოთ ყურადღება. ფლეშკის პლატის მოცულობა თითქმის ყველას ერთნაირი აქვს. განსხვავება მისი ნაწილების განლაგების სიმჭიდროვეშია.

ფლეშკის მუშაობის სისწრაფე მის ყუთზეა დატანილი. გირჩევთ შეიძინოთ ფლეშკა რომლის სიჩქარე მეტია 10 MB/წამში. თუმცა შესაძლებელია სიჩქარე ციფრებით არ იყოს მოყვანილი და ეწეროს High Speed ან Fast Speed, ეს ნიშნავს რომ ფლეშკის სისრაფე 25 MB/წამზე მეტია.  ყურადღება გავამახვილოთ მეხსიერების ბარათის გარეგნულ მხარეზეც. „გამოსაწევი“ ფლეშკები საუკეთესო ვარიანტი არაა, მისი ხმარებისას კონტაქტები ზიანდება, რაც ინფორმაციის დაკარგვას გამოიწვევს. უკეთესია თუ ფლეშკას ექნება „თავსაფარი“. კარგია თუ მეხსიერების ბარათს მეტალის კორპუსი ექნება. მუშაობის პერიოდში მეხსიერების ბარათი ცხელდება, მეტალის კორპუსი კი ადვილად გასცემს სითბოს და ეს ფლეშკას გადაცხელებისგან დაიცავს. პლასტმასისა და რეზინის მასალით  დამზადებული ფლეშკას კი სითბოს გამტარობა არ ახასიათებს. თუმცა რეზინისგან დამზადებულ მოწყობილობას თავისი უპირატესობები გააჩნია:, რეზინა უკეთ იცავს ფლეშკის მიკროსქემებს ძირს დავარდნებისგან მიღებული დაზინებებისგან , ასევე წყლისა და ჭუჭყისგან.

იმისათვის რომ მეხსიერების ბარათმა დიდხანს გაგიძლოთ გამოიყენეთ ის დანიშნულებისამებრ. ნუ დაარედაქტირებთ დდოკუმენტებსა და ფაილებს ფლეშკაზევე.

წინა «
შემდეგი »