როგორ შევარჩიოთ ქუდი?

  • xFamE
  • იანვარი 10, 2015

გოგო ქუდითქუდის შერჩევისას მთავარია არ იყოთ მორცხვები და მოირგოთ ყველანაირი სტილის ქუდი, რომელზეც ფიქრობთ, რომ მოგიხდებათ ან გგონიათ რომ საერთოდ არ მოგიხდებათ და შეიძლება სასაცილოც იყოს.

ჰკითხეთ საკუთარ თავს რა სტილის ქუდი გნებავთ უბრალოდ მზისაგან დამცავი, ელეგანტური თუ ქუდი რომელიც სიცივისაგან დაგიცავთ ან ამ ყველა ელემენტის მატარებელი?

 

  • ქუდის მორგებისას ყურადღებით დააკვირდით სარკეში თქვენს ანარეკლს, არამარტო სახეს არამედ მთლიან სხეულს: შეესაბამება თუ არა ქუდი თქვენს ასაკს, სხეულს, სახის ფორმას, თმისა და კანის ფერს, შეესაბამება თუ არა ტაანსაცმელს, რომელთან ერთადაც მოგიწევთ ქუდის ტარება.
  • დაბალი ქალბატონები მოერიდეთ დიდი ქუდებს ტარებას. უმჯობესია პატარა, რომელიც ოდნავ დაგიფარავთ შუბლს.
  • მათ ვისაც მრგვალი სახე აქვთ არ მოუხდებათ ვიწრო და შუბლზე ჩამოსული ქუდი. უმჯობესია იყოს მაღალი რათა სახე გრძელი გამოჩნდეს.
  • ქერა ქალბატონებს არ უხდებათ მოწითალო ქუდები. უმჯობესია ატარონ ნაცრისფერი, ლურჯი, მწვანე, შავი და ვარდისფერი ქუდები.
  • შავგვრემან ქალბატონებს მოუხდებათ ნებისმიერი ფერი კანისა და სამოსის გათვალისწინებით.
  • ქუდის რეზინა ნიკაპს ქვემოთ ცუდად ჩანს. უმჯობესია უკან გადავიტანოთ.
  • ქუდი ხაზს უსვამს სტატუს. შეუძლია ქალის გადაქცევა ქალბატონად წვეულებებზე, კოქტეილზე და ა.შ.

ქუდი როგორც აქსესუარი ძალიან კარგია მთავარია არ მოერიდოთ ექსპერიმენტებს და ეფექტების მოხდენას.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.