როგორ შევარჩიოთ ყვავილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

  • tatatatusi
  • აპრილი 29, 2014

ყვავილებიასტროლოგები ირწმუნებიან, რომ ყვავილები, რომლებიც ადამიანს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეესაბამება, დადებითად მოქმედებს მის ჯანმრთელობაზე, უქმნის კარგ განწყობას და სასიცოცხლო ენერგიით აღავსებს. არის შემთხვევები როდესაც ერთი და იმავე მცენარესთან ახლოს ერთი ადამიანი კარგად გრძნობს თავს მეორე კი პირიქით, დისკომფორტს განიცდის. ან კიდევ, მცენარეები ერთი ადამიანის მოვლის შედეგად კარგად ხარობენ, ხოლო მეორესთან კი, რაც არუნდა კარგად მოუაროს ჭკნებიან და ხმებიან.

გთავაზობთ ზოდიაქოს ნიშნის შესაბამის ყვავილებს:

ვერძი – კუნელი, ია, ღიღილო.
კურო – შროშანი, იასამანი.
ტყუპი – ყაყაჩო, ჟასმინი, ნარცისი.
კირჩხიბი – წყლის შროშანი, ყველა თეთრი ყვავილი.
ლომი – იორდასალამი (პეონი), გლადიოლუსი, ქრიზანთემა.
ქალწული – ასტრა, წითელი ყაყაჩო.
სასწორი – ვარდი, ია, გულყვითელა.
მშვილდოსანი – მიხაკი, ნარცისი, ღიღილო.
თხის რქა – თეთრი მიხაკი, შავი ყაყაჩო, სურო.
მერწყული – ია, ნარცისი.
თევზები – ნარცისი, ჟასმინი, ია.

თუ ახლობელთან დაბადების დღის მისალოცად მიბრძანდებით, გადახედეთ ამ სიას და თაიგული ისე შეარჩიეთ. ამით დადებით ენერგიას და სიკეთეს შეიტანთ მის ოჯახში. საქმე ის არის, რომ ზოდიაქოს მიხედვით შერჩეული ყვავილები ,,ნამდვილ პატრონის” ხელში გაცილებით დიდხანს ცოცხლობს და გვიან ჭკნება.

ზოდიაქოსგან დამოუკიდებლად, მაგიური ზემოქმედების უნარი აქვს მინდვრის ყვავილებს. მაგალითად თუ თქვენ ჰოროოსკოპში აღნიშნულია ვარდი, განსაკუთრებულ სიკეთეს ველური ან ასკილის ვარდი მოგიტანთ. ამისთვის საკმარისია, რთული სიტუაციისა და ავადმყოფობის პერიოდში სახლში მითითებული ყვავილი შეიტანოთ.

წინა «
შემდეგი »