როგორ შევარჩიოთ ჩაი

  • Маня
  • მაისი 31, 2013

green-tea

ჩაი ყველას გვიყვარს, თუმცა მისი შერჩევის შესახებ ბევრი არაფერი არ ვიცით. რაც უფრო ხარისხიანია ჩაი ით უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებთ მისი დაგემოვნებისას. შავი, მწვანე , წითელი, თეთრი… არსებობს ჩაის საკმაოდ ბევრი სახეობა, მათი ნაწილი სამკურმალოდაც კი გამოიყენება.  

ჩაის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა:

  1. უპირველეს ყოვლისა ყურადღებაგაამახვილეთ ჩაის შეფუთვაზე. განსაზღვრეთ მისი  შეფუთვის თარიღი და ადგილი. იდეალურია როდესაც ჩაი შეფუთულია იმ ქვეყანაში რომელშიც  ჩაია დაკრეფილი, რაც უფრო ახალია ფოთოლი მით უფრო გემრიელი ჩაი გამოდის. შეფუთვიდან ჩაის შენახვის ვარგისიანობა არ უნდა აჭარბებდეს 2 წელს, იგი კარგავს გემოს, არომატსა და სამკურნალო თვისებებს.
  2. ყურადღება მიაქციეთ  ჩაის ფოთლის ზომას, ის უნდა ემთხვეოდეს მის შეფუთვაზე აღნიშნულ ზომებს. თუ ისინი არ ემთხვევა ერთმანეთს მაშინ ჩაი ნაკლებადხარისხიანია.
  3. ჩაის შეძენისას გაითვალისწინეთ, თუ რომელი კომპანია აწარმოებს მას. მის შეფუთვაზე უნდა იყოს მითითებული ექსპორტიორი და მაწარმოებელი ქვეყნების სახელები.

ასევე ჩაის აქვს თავისი მახასიათებლების კოდი რომელსაც უნდა დააკვირდეთ:    teas

ელიტარული ხარისხი- FTGFOP (Finest Tippy Golden Flowery Orange Pekoe) ჩაი შედგება ხის ახლაგზარდა ფოთლებისა და ყლორტებისგან.

           მაღალი ხარისხი: GFOP (Golden Flowery Orange Pekoe)ჩაი დიდი

რაოდენობით შეიცავს ჩაის ხის კვირტებს და ახალგაშლილ

ფოთლებს.

       მაღალი ხარისხი : FOP (Flowery Orange Pekoe)შეიცავს ჩაის დიდი

ზომის ფოთლებს, რომლებიც დახვეულია მთლიან სიგრძეზე. მისი

ხარშვისას დახვეული ფოთოლი იშლება და ჩაის სძენს

არაჩვეულებრივ გემოსა და არომატს.

      დამაკმაყოფილებელი ხარისხი: D / F– ის შედგება ჩაის ფოთლების

ნატეხებისგან, როგორც წესი ასეთი ჩაი ჩაის პაკეტებში ფასოვდება.

images

  1. ყურადღება გაამახვილეთ ასევე ჩაის შეფუთვაზე, ხარისხიანი ჩაი ვაკუუმინირებულ ფოლგის შეფუთვაში იქნება განთავსებული. მუყაოს ან რკინის ყუთში ეგრევე ჩაყრილ ჩაის შეძენას არ გირჩევთ, ის ნაკლებად არომატული იქნება.
  2. ჩაის ფოთლები უნდა იყოს მუქი და ერთგავროვანი ფერის. თუ ფოთოლი არის მკრთალი ფერის მას ან ვარგისიანობის დრო აქვს გასული ან მისი დამუშავებამოხდა  არასწორად. გამონაკლის შეადგენს ჩაი პუერი.
  3. რაც უფრო მაგრად არის ჩაის ფოთოლი დახვეული, მას მეტი არომატი და გემო ექნება შემორჩენილი.

 

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.