Google

როგორ შევარჩოთ “მწვანე ყავა”?

დაწერილია:January 29, 2014

მწვანე ყავაბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარული გახდა მწვანე ყავა საქართველოში, რადგან ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს მისი საოცარი თვისება წონის კლებასთან დაკავშირებით. მწვანე ყავა მზადდება სულ სხვა პრინციპით ვიდრე ჩვეულებრივი ყავა. ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაფქვათ ჩვეულებრივი ყავისაგან განსხვავებით, იგი უნდა დაჩეჩქვოთ და ისე მიიღოთ.

ასევე არსებობს მწვანე ყავის მიღების სპეციალური მეთოდი და რაოდენობა, თუმცა ამ ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთება და დოზების განსაზღვრა არ არის მარტივი და უბრალო მაღაზიის კონსულტანტის მიერ მოცემულ რჩევებს ნუ დაეყრდნობით, რადგან მისი უცოდინრობის გამო შეიძლება ისეთი ზიანი მიაყენოთ საკუთარ ჯანმრთელობას რომლის გამოსწორებასაც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს.

საქართველოში მწვანე ყავის გავრცელებისთანავე გამოჩნდა უხარისხო პროდუქცია (ინდოეთიდან და ჩინეთიდან იმპორტირებული), რომელიც რეალურად არ არის ჯანსაღი და ზიანს აყენებს ორგანიზმს, არ დაიჯეროთ რომ ხარისხიანი მწვანე ყავა  20, 30 ან 40 ლარი ღირს კილოგრამი. ხარისხიანი და ნამდვილად სასარგებლო და წონის კლებისათვის ეფექტური მწვანე ყავის ფასი საშუალოდ 50-60 აშშ დოლარი ღირს კილოგრამი.

როგორ შევარჩიოთ მწვანე ყავა

როგორც უკვე აღვნიშნე საქართველოში მწვანე ყავა ძირითადად შემოტანილია ჩინეთიდან და ინდოეთიდან, რომლებიც არის უხარისხო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩინეთსა და ინდოეთში ხარიხიანი ყავა არ მოიძებნება, მაგრამ ქართველ იმპორტიორებს ურჩევნიათ გადაიხადონ 2 ან 3 აშშ დოლარი კილოგრამ მწვანე ყავაში და შემდეგ ის აქ გაყიდონ 25-40 ლარად. ჩინეთში ხარისხიან მწვანე ყავას 50-60 აშშ დოლარზე ნაკლებად ვერ იყიდი კილოგრამს.

მწვანე ყავის მარცვლებიროგორც წესი ხარისხიანი პროდუქცია თუ გნებავთ ის უნდა იყოს შესაბამისად შეფუთული რათა მწვანე ყავამ ყველა ის კომპლექსური მახასიათებელი შეინარჩუნოს, რაც საერთო ჯამში დაგეხმარებათ წონის დაკლებაში. შეფუთვის გარეშე მწვანე ყავის შეძენას მოერიდეთ, შეფუთვაც ალბათ ხვდებით, რომ არ უნდა იყოს ერჯერადი პოლიეთილენის პარკი. შეფუთვაზე დატანილი უნდა იყოს ყველა საჭირო ინფორმაცია ყავის შესახებ (დამზადების ადგილი, ოდენობა, შენახვის პირობები და ა.შ).

ყოველთვის უმჯობესია შევიძინოთ ამერიკაში ან ევროპაში დამზადებული მწვანე ყავა.

თავდაპირველად აღვნიშნე, რომ მწვანე ყავას მომზადების და მიღების თავისი წესი აქვს. ეს რომ გაემარტივებინათ და მომხმარებლისათვის უკვე დასალევად გამზადებული დოზები მიეწოდებინათ გააკეთეს მწვანე ყავის ექსტრაქტი, რომელიც არის კაპსულების სახით, რაც ამარტივებს მის მოხმარებას. თან ზუსტად იცი როგორ და რამდენი უნდა დალიო.

არსებობს რამოდენიმე სერტიფიცირებული მწარმოებელი მწვანე ყავის ექსტრაქტის, რომელიც რა თქმა უნდა უმცირეს დეტალებსაც კი ითვალისწინებენ და შემდეგ მრავალგზის ლაბორატორიულ კვლევებს გადიან რათა დარწმუნდნენ საკუთარი პროდუქციის ეფექტურობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სერტიფიკატსაც ვერ მიიღებენ.

სერთიფიცირებულ ამერიკულ კომპანიებს მიეკუთვნება: NatureWise, NutriGold, Trusted Nutrients, Raspberry Ketones და ა.შ.

მწვანე ყავის ექსტრაქტები და ზოგადად მწვანე ყავა, როგორც ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ხელს უწყობს ცხიმების წვას და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს ორგანიზმში.

მწვანე ყავის ექსტრაქტი

ქვემოთ მოცემული შეკვეთის ფორმის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ჩვენთან შეიძინოთ NatureWise-ს ან Trusted Nutrients-ის მწვანე ყავის ექსტრაქტი.

NatureWise 60 კაფსულიანი - 60 ლარი;

NatureWise 90 კაფსულიანი – 80 ლარი;

Trusted Nutrients 60 კაფსულიანი – 45 ლარი;

Trusted Nutrients 360 კაპსულიანი – 140 ლარი.

 

ასევე წაიკითხეთ . . .

Translate »