როგორ შევასრულოთ საშინაო დავალება

  • Alexander
  • February 17, 2014
  • 0

დავალებაძალიან ძნელია იყო მობილიზებული და ყოველთვის ასრულებდე საშინაო დავალებას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბევრი სქამე იჩენს თავს. ალბათ, შენ ამის გამო ზოგჯერ აუტანელი გრძნობაც გეუფლება, თუ კი მეცადინეობას დაიწყებ უსასრულოდ ფიქრობ იმდენს, რომ გავიწყდება დავალება და საბოლოოდ ხვდები, რომ აღარ ღირს საშინაო დავალების შესრულება, რადგან უკვე დაღამდა ან დაიღალე.

თუმცა სიმართლე ის არის რომ სულაც არ არის ძნელი შესასრულებელი თქვენი საშინაო დავალება. გონების მოკრება და ყურადღებით, დაკვირვებით მუშაობა, ეს უკვე კარგია და ჩათვალე, რომ ნახევარი დავალება უკვე შეასრულე. ქვემოთ წაიკითხავთ ტექსტს რომელიც მოგცემთ რჩევებს თუ, როგორ შეასრულო საშინაო დავალება.

1) დაიწყე დავალების წერა, მაგრამ დარწმუნდი რომ იცი რა უნდა გააკეთო. გამოიყენე კალენდარი ან დღეების დასაგეგმი რვეული (დღიური – პატარა რვეული სადაც შეძლებ ჩაწერო შენი გეგმები). ეს უფრო გაგიადვილებთ საქმეს.

ჩაწერეთ ყველაფერი რაც გითხრათ მასწავლებელმა, ეცადე იქონიო ყველა ის წიგნი თუ ნივთი რაც ამ დავალების შესასრულებლად გჭირდება. თუ კი რაიმე თემას წერთ, კარგი იქნება, თუ დასაწყისი იქნება იმის შესახებ თუ როგორ ემზადებოდი ამ დავალების შესასრულებლად, თუმცა ნუ ეცდები ამ ყველაფრის გაწელვას, ეცადე იყო კონკრეტული!

2) შეიქმენი შენთვის სასიამოვნო და მისაღები გარემო, სადაც დავალებას შეასრულებ. სანამ შეარჩევდე სპეციალურ ადგილს სადაც იმეცადინებ, მანამდე მოძებნე ადგილი სადაც არ იქნება ხმაური და შეძლებ დიდი ხნით მუშაობას ისე რომ ხელი არავინ შეგიშალოს. აუცილებლად ახლოს გქონდეს საჭირო რაღაცეები დავალების შესასრულებლად, როგორიც არის რვეული, კომპიუტერი, წიგნები, ენციკლოპედია, ლექსიკონები და სხვა რაც შენ გჭირდება.

ასევე შეგიძლია სამეცადინოდ შენი სკოლის ან ქალაქის (სოფლის, დაბის) ბიბლიოთეკა გამოიყენო. თუ გადაწყვიტე რომ დავალება სახლში შეასრულო მაშინ აუცილებლად გააფრთხილე ოჯახის წევრები და სტუმრები რომ არ იხმაურონ, რადგან შენ ასრულებ დავალებას.

3) კონცენტრაცია ანუ შენი ყურადღება გადაიტანე მხოლოდ ერთ დავალებაზე როდესაც წერ. ზოგჯერ კარგია რომ დავალების შესრულება დაიწყო ძნელიდან, რადგან როდესაც შენ დაასრულებ ძნელი დავალებების წერას, დასაწერი მხოლოდ ადვილი დავალებები დაგრჩება. თუ დავალების შესრულებას დაიწყებთ ადვილი სავარჯიშოთი მერწმუნეთ თქვენ ვერ შეძლებთ გაუმკლავდეთ იმ გრძნობას, რომელიც გეუბნება “ის ძნელია და მოდი არ დავწერ” ამიტომ შესაძლოა დავალება შეუსრულებელი დაგრჩეთ.

თუ თქვენ რამეს ვერ ხსნით, არ შეწყვიტოთ დავალების შესრულება, გადადით სხვაზე და დაუბრუნდით ამ დავალებას ბოლოს, თუმცა თუ ისევ ვერ შეძლებ ამოხსნას, შეგიძლია ამის შესახებ მასწავლებელს უთხრა.

4) აუცილებლად იქონიე შესვენება დავალების შესრულებისას. განსაზღვრე რამდენი წუთით უნდა დაისვენო და რა უნდა გააკეთო, წერისას ეს აუცილებელია, რომ არ დაგავიწყდეს შეგიძლია ეგრეთ წოდებულ “სტიკზე” დაწერო “Break” და მაგიდაზე დააკრა ფურცელი. უმჯობესია დავალების შესრულება სკოლიდან სახლში დაბრუინებული მალევე შეუდგე, მაგალითად მოსვლიდან 20 წუთში, ეს საკმარისი დროა დასვენებისთვის.

5) თუ გბეზრდება დავალების შესრულება, შეგიძლია შენ თავს ჯილდო დაუწესო, მაგრამ ეს ჯილდო მაშინ უნდა მიიღო როცა დავალებას დაასრულებ. არ გინდა ტკბილეული, რადგანაც შესაძლოა ამან დავალებაზე ფოკუზირების საშუალება არ მოგცეს. ასევე გაითვალისწინე ისიც რომ შესაძლოა საშინაო დავალების შესრულებისას საყვარელი შოუ გამოტოვო ან მეგობრებთან ერთად სასეირნოდ ვერ გახვიდე, ამიტომ წააქეზე საკუთარი თავი რომ თუ დავალებას ვერ შეასრულებ მაშინ საყვარელ შოუზე და მეგობრებთან ერთად სეირნობაზე უარის თქმა მოგიწევს.

6) სწორად გამოიყენე, დრო შესვენების შემდეგ. რადგან ეს არის ზუსტად ის დრო როცა გონება საუკეთესოდ მუშაობს, შესაბამისად შენც შეძლებ არაჩვეულებრივად გაართვა თავი დავალებას თუ კი ამას მოინდომებ, მთავარია სიზარმაცე დაძლიო. თუ ვერ შეძელი რამდენიმე დავალების შესრულება, ნუ მოიწყენ შეგიძლია ხვალ ჰკითხო შენ მასწავლებელს ან მოსწავლეებს, დავალების შესახებ.

7) გამოიყენე თავისუფალი დრო შესვენებებზე, რომელიც ჩვეულებრივ 10-15 წუთიანია სკოლებში, ან გაკევთილზე თუ თავისუფალი დრო გექნება არც ეს შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან და დაიწყე დავალების შესრულება რომელიც დღეს უკვე მიიღე, დაფიქრდი ამის შემდეგ შენ ადვილად აღარ დაიღლები და სახლში მისვლისას ამ დავალების ნაწილი უკვე შესრულებული გექნება. მაინც დაიზღვიე თავი რადგან დავალება ახალი მოცემულია შესაბამისად მისი ამოხსნის გზები რომელიც მასწავლებელმა ახსენა უკეთ გახსოვს სანამ სახლში მიხვალ, თან ეს საუკეთესო შანსია იმ რთული დავალებების შესასრულებლად, რომელიც ზემოთ ვახსენეთ მეგობრები დაიხმარო.

რა თქმა უნდა არ დახარჯო ცოტა დრო დავალების შესრულებაზე თუ ის უფრო მეტს მოითხოვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ შენ დავალების შესრულებაში უნდა დაიკარგო. არ გადადო დავალების შესრულება უაზრო მიზეზების გამო, თუ კი შეგიძლია აუცილებლად დაწერე რომ მერე არ ინანო. კარგი აზრია თუ მეგობარს დაურეკავ დილით და შენ დავალებას გადაამოწმებ. აუცილებლად გამოიყენე მასწავლებლის დახმარება და არცერთი კითხვა არ დატოვო უპასუხოდ, რომელიც გაქვს.

8) თუ ბევრი დავალება დაგიგროვდა, რომელიც შესასრულებლად ძალიან ძნელია. აუცილებლად უთხარი შენ მასწავლებლებს რომ მეტი დრო მოგცენ, დავალებების შესასრულებლად, თუმცა ნუ ეტყვი რომ ნაკლები დავალება დაგიტოვოთ, რადგან ეს თქვენ სიზარმაცეზე მიუთითებს. უბრალოდ შეგიძლია აუხსნა რომ შენ სხვა გაკვეთილებიც გაქვს სასწავლი და დრო ვერ გეყოფა. არ ჩამოუშვა ცხვირი იმის გამო რომ დავალება აგქვს შესასრულებელი, ღრმად ჩაისუნთქე და დაიწყე წერა. ეცადე წერო საუკეთესოდ და იყავი აქტიური გაკვეთილზე. მოუსმინე შენ კალსელებს, რადგან დამიჯერე მათი ჩანაწერები მომავალში აუცილებლად გამოგადგება.

სანამ მეცადინეობას დაიწყებ დარწმუნდი რომ შენს გარშემო არის სიმშვიდე და შენ შეძლებ, რომ ყურადღება მხოლოდ დავალებაზე გაამახვილო. ეს შენ საქმეს მეტად გაამარტივებს.
შეგიძლია მუსიკა ჩართა ან რადიო, თუმცა ეს იმ შემთხვევაში თუ კი შენზე მუსიკა და ასეთი ტიპის ხმაური დადებით გავლენას მოახდენს და არ შეაფერხებს შენ სამუშაოს.
არასოდეს ისარგებლო იმით რომ სკოლა გააცდინე და ეს იმის მიზეზად არ აქციო რომ დავალებას ვერ შეასრულებდი. აუცილებალდ დაურეკე მეგობარს და კითხე რა გაქვს დავალებად. ეს ამსწავლებლის თვალში მეტად დასაფასებელია.

ყოველთვის იყავი შორს სოციალური ქსელებიდან თუ გინდა რომ დავალების შესრულება შეძლო და კმაყოფილების შეგრძნება გაგჩდეს რაც სრულყოფილ დღეს გაჩუქებს სკოლაში.
ჭამე ჯანსაღი საკვები და დაიძინე ადრე, რადგან ასე შენ შეძლებ გაუმკლავდე დაღლილობას.
ადრე გაიღვიძე ვიქენდებზე (შაბათი, კვირა) ამ დროს შენ გაქვს ძალიან მაღალი კოცენტრაციის უნარი და თუ შენ დაიწყებ მეცადინეობას 6 ან 7 საათზე დავალებებს დაასრულებ შუადღისთვის რაც მოგცემს დასვენების საშუალებას და მეტ თავისუფალ დროს.

წინა «
შემდეგი »