როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა?

  • daviti
  • აპრილი 7, 2012

ძალიან აქტუალური გახდა საკითხი – თუ როგორ გადაეჩვივნენ ბავშვები კითხვას და ეს პრობლემა ყოველდღიურად მწვავდება, ამიტომ აუცილებელია უფრო მეტი დრო დავუთმოთ ბავშვთან ამ კუთხით მუშაობას. მოცემულ სტატიაში მოგცემთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ პატარებს კითხვა შეაყვაროთ.

შეაჩვიეთ ბავშვი წიგნს

უკვე 5-6 თვიდან შეუძინეთ ბავშვებს  სურათებით გაფორმებული ზღაპრები, აქცენტი გააკეთეთ ფერებზე, მიეცით პატარას უფლება ითამაშოს წიგნით, გადაშალოს ფურცლები. როგორც წესი ამ ასაკის ბავშვებისათვის სპეციალურად მაგარფურცლიანი წიგნები იყიდება.

როდესაც ორი წლის შესრულდება უკვე დაიწყეთ ყოველდღიურად წიგნის წასაკითხად დროის გამოყოფა. შეეცადეთ ემოციურად წაუკითხოთ შვილს ზღაპარი და სთხოვეთ თავადაც გამოხატოს ემოციები. თუმცა, ეს პროცესი არ უნდა გრძელდებოდეს დიდხანს, ოპტიმალურია 10-15 წუთი დღეში.

შეიძინეთ წიგნები ერთად: მიეცით ბავშვს უფლება შეეხოს წიგნებს, გადაფურცლოს, გადაათვალიეროს. მოკლედ, მის არჩევანში მკაცრად ნუ ჩაერევით, მხოლოდ რჩევის სახით ჩაერიეთ.

ნუ ეტყვით შვილს მსგავს სიტყვებს – “შენ უკვე დიდი ხარ, თავად წაიკითხე”. დამოუკიდებლად კითხვას შემდეგნაირად უნდა შევაჩვიოთ: წაუკითხეთ 3-4 გვერდი, შემდეგ კი სთხოვეთ მან განაგრძოს კითხვა – ასე ნელ-ნელა მიაჩვევთ ბავშვს დამოუკიდებლად კითხვას.

განიხილეთ წაკითხული წიგნი

როდესაც  მოზარდი დამოუკიდებლად გადაწყვეტს წიგნის წაკითხვას, ბოლოს სთხოვეთ გაგიზიაროთ შინარსი, ილაპარაკეთ წიგნის გმირების საქციელზეც, წიგნის მისეულ აღქმაზე ანუ, შეეცადეთ ერთად განიხილოთ წიგნი.

როდესაც  პატარა რაღასაც შეგეკითხებათ, პასუხის მოსაძებნათ მიუთითეთ რომელიმე წიგნზე – “აი ეს აქ წერია …” ან თავად წაუკითხეთ “პასუხი”. ამით იგი აღიქვამს წიგნს როგორც ნივთს, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ კითხვაზე მოაძებნინოს პასუხი.

 

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.