როგორ შევაყვაროთ ქალს თავი და შევძლოთ ურთიერთობის გაძლიერება?

  • jimi
  • September 14, 2014
  • 0

რომანტიკამოგესალმებით, ჩვენი სტატია როგორც ხვდებით შეეხება თუ როგორ მოვხიბლოთ ქალი და როგორ შევაყვაროთ მას თავი დღითი დღე უფრო და უფრო ძლიერ.

ქვემოთ შემოგთავაზებთ რამდენიმე ხერხს თუ როგრო შეიძლება მოვხიბლოთ ქალი:

  1) პირველი რჩევა რომელსაც მოგცემთ და რომელიც ყველაზე დიდ როლს თამაშობს ორ ადამიანს შორის შემდგომ ურთიერთობაზე, არის ვიზუალური მხარე.

ყოველთვის უნდა იყოთ მოწესრიგებული უნდა გეცვათ სუფთად, თანამედროვედ, თუ თქვნ გექნებათ იმის ბედნიერება გაარკვიოთ თუ რა სტილის ჩაცმულობა მოსწონს თქვენს რჩეულს მაშინ დიდი ბედნიერებაა და უნდა გამოიყენოთ ეს შანსი, მაგრამ თუ არ გექნებათ ეგ ბედნიერება უბრალოდ ჩაიცვით ისე როგორც შეეფერება მოდას და თქვენს აღნაგობას.

ჩაცმულობის შემდეგ გაითვალისწინეთ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის და არა მხოლოდ ქალისთვის კბილებს! კბილები უნდა ეცადოთ რომ გქონდეთ მაქსიმალურად მოწესრიგებული, თეთრი და ასე შემდეგ რადგან თქვენი გაცინების შემდეგ თქვენი ნახვა რომ არ გადაიფიქროს თქვენმა პარტნიორმა.

2იმის შემდეგ რაც შეძლებთ მოახდინოთ კარგი ვიზუალური დამოკიდებულება, ეცადეთ მოიპოვოთ პარტნიორის ნდობა.

ელაპარაკეთ მას ისეთ თემებზე რითაც მას თავს აგრძნობინებთ საჭირო, სასურველ და გენიალურ ქალად. მოუყევით მათ თქვენს წარსულზე, გაუმხილეთ საიდუმლო, მოუყევით რაიმე ისტორია და თქვით როგორ მოიქეცით ამა თუ იმ დროს და კითხეთ როგორ მოიქცეოდა ის. სთხოვეთ მას რაიმე რჩევები, მოსაზრება და ასე შემდეგ.

3) სითამამე

სითამამე, აი რა მოწონთ ქალებს კაცებში ყველაზე მეტად. საუბრის დროს ეცადეთ პარტნიორს ყოველთვის თვალებში უყუროთ, არ მოაშოროთ მის მზერას არასდროს თვალი, გამოხედვაში ჩააქსოვეთ თქვენი მთელი გრძნობები, სიყვარული ნდომა და ის ყველაფერი რაც გაკავშირებთ მასთან.

სიყვარული

4) სიმართლე

სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა! არასდროს არ ეცადოთ მოატყუოთ ქალი. ტყუილი არასდროს არ იმალება და ამან შეიძლება თქვენი ნაშენები ურთიერთობა მიწასთან გაასწოროს. არასდროს დაპირდეთ ქალს ისეთი რამ რასაც ვერ შეასრულებთ და რაც არ არსებობს. ასე რომ ნუ აუგებთ ოცნების კოშკებს თორემ მასთან ერთად ჩამოგენგრევათ თავზე თქვენი ურთიერთბაც.

5) ყურადღება და რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა მასთან.

ყურადღება-ეს არის კიდე ერთი დიდი როლი თქვენს ურთიერთობაში. ქალს უყვარს როცა მამაკაცი მას უთმობს თავისი დროის 99%-ს და შეიძება არც კი ეყოს. დაუთმეთ მას თქვენი რაც შეიძება მეტი დრო, საუბრის დროს გამოკითხეთ ყვეაფერი და ყურადღება მიაქციეთ თითოეულ დეტალს, შეეკითხეთ მას ხშირად ხომ არ აქვს პრობლემები, შეგიძლიათ თუ არა მისი დახმარება რამით და უთხარით რომ ძალიან მოხარული იქნებით თუ რაიმეს გააკეთებთ მისთვის. ქალებს ყველაზე მეტად მოწონთ როცა ამჩნევენ ცვლილებებს მათ გარეგნობაში, თუნდაც ძალიან უმნიშვნელოს. ყოველთვის მოიწონეთ მისი ჩაცმულობა, მაკიაჟი, ხშირად აღნიშნეთ მისი ჩაცმულობის სტილის სილამაზე, ნუ დაიშურებთ კომპლიმენტებს, დაიმახსოვრეთ რომ ყოველი ნათქვამი კომპლიმენტი უფრო და უფრო გაახლოებთ მასთან. ნუ იქნებით სიტყვა ძუნწები ელაპარაკეთ მათ რაც შეიძლება “გახსნილად”, თავისუფლად და აგრძნობინეთ რომ ის თქვენი ოცნების ქალია და რომ ისურვებთ მასთან სიცოცხლის ბოლომდე ერთად ყოფნას.

6) ურთიერთობის გაძლიერება

ურთიერთობის გაძლიერება მხოლოდ და მხოლოდ მეხუთე პუქტის გათვალისწინებით შეიძება. აქ ზედმეტია საუბარი სხვა ხერხებზე.

  გისურვებთ წარმატებებს, კარგ ურთიერთობებს, ძლიერ სიყვარულს და ბედნიერ ცხოვრებას.

წინა «
შემდეგი »