როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა?

  • zaratushtra
  • June 4, 2014
  • 0

თმის ცვენათმის ცვენა ამ საუკუნის უდიდესი პრობლემაა, რასაც განაპირობებს გარემოს დაბინძურება, არაჯანსაღი საკვები, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, ოთახის გარემო, გენეტიკური ფაქტორები და კიდევ უამრავი დაავადება რამაც შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა…

გთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კომპლექსურ საშუალებას რაც შეგიჩერებთ თმის ცვენას:

 

1) თმა დაიბანეთ ბუნებრივი შამპუნით რომელიც შეიცავს ნივრის ექსტრატს ან ჭინჭარს.
2) თმა დაიბანეთ (ნორმალური თმა 5 დღეში ერთხელ, ცხიმიანი 3 დღეში ერთხელ, მშრალი კვირაში ერთხელ თბილი წყლით).
3) დაბანის შემდეგ გადაივლეთ შეგრილებული ჭინჭრის ნახარში (1ს/კ. ჭინჭარს დაასხით 1ლ.მდუღარე წყალი გააჩერეთ გაგრილებამდე,
გადაწურეთ და გადაივლეთ დაბანილ თმაზე ჩამობანის გარეშე)
4) ერთი თვის განმავლობაში მიიღეთ (მერცის სპეციალური აბები 1 აბი დღეში ორჯერ) ეს ფრანგული ვიტამინების ნაკრებია რომელიც რქოვანას გამაგრებას შეუწყობს ხელს და აგრეთვე სასარგებლოა თქვენი ფრჩხილებისთვის.
5) ამ პერიოდში მოერიდეთ თმის მჭიდროთ შეკვრას და სხვა სამაგრების ხმარებას თუ თმას იღებავთ შეარჩიეთ ორსულებისთვის განკუთვნილი ბუნებრივი პროფესიონალი საღებავები ამიაკის გარეშე.
6) ეცადეთ ყოველ საღამოს 1 საათით მაინც გაისეირნოთ სუფთა ჰაერზე, აუცილებლად დაივარცხნეთ თმა ძილის წინ ბუნებრიბი ჯაგრისით ან ხის სავარცხლით, მოერიდეთ პლასტმასის და რკინის სავარცხელს.
7) თქვენს რაციონში შეიტანეთ: წიწიბურა, ბანანი, საზამთრო, ყურძენი, ყოველ დილით უზმოზე მიირთვით ერთი ცალი ვაშლი

პ.ს. ერთთვიანი კურსის შემდგომ თქვენ იგრზნობთ სასურველ შედეგს და თუ ჭინჭრის ნახარშშს ყოველთვის გადაივლებთ ეს პრობლემა აღარასდროს არ შეგახსენებთ თავს…

წინა «
შემდეგი »