როგორ შევაჩეროთ კბილის ტკივილი წამლის გარეშე

  • marinola
  • ივლისი 27, 2012

ეს ძველებური მეთოდია, განსაკუთრებით ორსულებისთვისაა კარგი, გსმენიათ ალბათ, რომ ორსულებისთვის არ შეიძლება სხვადასხვა მედიკამენტების მიღება, მითუმეტეს ტკივილგამაყუჩებლის. ამისათვის არსებობს უადვილესი მეთოდი: იწყებენ იმით, რომ ავადმყოფს ხელის მაჯებზე შიგნიდან უსმევენ დანაყილ ნიორს, შემდეგ დანაყილ ნიორს ადებენ მაჯაზე იმ ადგილას, სადაც ისმის მაჯისცემა და მაგრად უკრავენ დოლბანდით, ისე რომ ნიორი კარგად ეკვროდეს მაჯას. თუ კბილი ტკივა ადამიანს მარჯვენა ყბაზე, მაშინ ნიორს ადებენ მარცხენა ხელის მაჯაზე, ხოლო თუ კბილი სტკივა მარცხენა მხარეზე, მაშინ ნიორს აკრავენ მარჯვენა ხელის მაჯაზე.

წინა «
შემდეგი »