როგორ შევეგუოთ ახალ სკოლას?

  • Marriami1
  • სექტემბერი 16, 2014

სკოლაახალი სკოლა… ადამიანს უხარია ახალ ხალხთან შეხვედრა, მაგრამ აშინებთ ის ფაქტი, რომ მას ვერავინ გაუგებს, ახალ სკოლაში მეგობრებს ვერ შეიძენს, თავს მარტოსულად იგრძნობს და სხვა. მაგრამ, აქ საშიში არაფერია, პირიქით, ყველაფერი ძალიან იოლია…

პირველ რიგში, დამშვიდდით. რაც არ უნდა უცნაურ და განსხვავებულ ადამიანად მიგაჩნდეთ საკუთარი თავი, მაინც მოიძებნება სკოლაში თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც კარგად გაგიგებთ.

იყავით საკუთარი თავი. იყავით ის, ვინც ხართ და საკუთარი თავის წარმოდგენის არ შეგეშინდეთ.

პირველ დღეებში (სანამ სკოლას შეეგუებით) ესაუბრეთ მეგობრებს, რომლებმაც ასეთი რამ უკვე გამოიარეს. კითხეთ, როგორ შეეწყვნენ ახალ კლასელებს, სკოლელებს, მასწავლებლებს და ა.შ. თბილად ესაუბრეთ ახალ მეგობრებს, წარუდგინეთ საკუთარი თავი… უთხარით მათ კომპლიმენტები, გამონახეთ საერთო ენა… გადაიღეთ სურათები… მიწერეთ, მაგრამ თავი არ მოაბეზროთ არავის.

და ყველაზე მთავარი, ხშირად გაუღიმეთ ახალ მეგობრებს… ეს ყველაზე მთავარია, ღიმილი ხომ ყველსთვის სასიამოვნოა?!

იმედია, ჩემს რჩევებს გაითვალიწინებთ და რაც მთავარია, გამოგადებათ.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.