როგორ შევინარჩუნოთ ზოგადად ურთიერთობა?

  • stephen king
  • დეკემბერი 23, 2013

ჯანსაღი ურთიერთობაარასდროს არ ეცადოთ რაიმეს დამალვას, ანდაც ამბის გადასხვაფერებას. რადგანაც როდესაც ადამიანი ხვდება, რომ მას ატყუებენ და თუ ეს ტყუილი გამხილდება, მაშინ ის მუდამ ეჭვის თავლით დაგიწყებთ ყურებას.

ყოველთვის აჯობებს სიმართლე ვილაპარაკოთ, რადგან მოტყუების შემთხვევაში თქვენც მუდამ შიშის ქვეშ იქნებით.

ეჭვს რაც შეეხება, ხშირ შემთხვევაში ეჭვი ყველაფერს ანადგურებს, ჩნდება ურთიერთობაში ბზარები და საბოლოო ჯამში დამანგრეველ შედეგს იწვევს. ზოგჯერ ეჭვიანობას სიყვარულთან ასოცირებენ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და ნორმები, გამუდმებული ეჭვიანობა აუტანელია და კოშმარულ სიზმრებს ემსგავსება.

პირად ურთიერთობაში საიდუმოლოდ არაფერი არ დაიტოვოთ, მოუყევით მას და ესაუბრეთ სხვადასხვა თემებზე, თუნდაც თვლიდეთ, რომ ეს მისთვის საინტერესო არ იქნება, რადგან არ არსებობს ადამიანი რომელმაც ზუსტად იცის თუ რა სურს მეორე ადამიანს და რა აინტერესებს.

თუმცაღა აქაც უნდა დავიცვათ ნორმები და თავი არ უნდა მოვაბეზროთ. ადამიანებს უჭირთ შეცდომების აღიარება, ამიტომაც თავის მართლებას იწყებენ, მაშინაც კი როცა დამნაშავენი არიან, მოერიეთ საკუთარ თავს და ეცადეთ რომ მხოლოდ სიმართლე ილაპარაკოთ. ხოლო თუ უსამართლოთ გდებენ ბრალს, ილაპარაკეთ ისე, რომ თავის მართლებას არ გავდეს, დამაჯერებლად და თუ საჭირო გახდა თუნდაც ოდნავ ირონიულადაც, მიახვედრეთ, რომ მან არ იცის რას გეუბნებათ, თქვენ მართალი ხართ და მას თავად აქვს თავი გასამართლებელი, ცრუ ბრელდების გამო.

როდესაც ვისწავლით ერთმანეთის ნდობას იქ აღარც ეჭვები იქნება და აღარც ბრალდებები. ნდობა კი პირველ რიგში დროის ფაქტორია, ჩვენ ყოველთვის ჩვენი ნაბიჯებით ვიზომებით, იმით თუ რა გვაქვს წარსულში ჩადენილი, თუ ადამიანს თქვენი ნდობა შეუძლია, ესეიგი მისთვის ეჭვის საბაბი არასდროს არ გაგიჩენიათ.

ეცადეთ გონებაში ცვალოთ როლები, დააყენეთ საკუთარი თავი საპირისპირო მხარეს. იზრუნეთ ახლობლებზე არანაკლებ საკუთარი თავისა, ნუ შეგრცხვებათ რომ ეს თვისება სხვასაც დაანახოთ და აგრძნობინოთ.

ზოგჯერ დაუფიქრებლად ჩავდივართ რაიმე საქციელს, ანდაც წამოგვცდება რაღაც ისეთი, რაც საერთოდ საიდან მოვიდა თავადაც არ ვიცით, ნუ შეგრცხვებათ ბოდიშის, აღიარების.

მზად იყავით პატიებისთვის, აპატიეთ შეცდომები სხვებს და თქვენც ანალოგიურად გაპატიებენ. შეუცდომელი არავინ არ არის და გახსოვდეთ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ყველანი შეცდომებით ვყალიბდებით.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.