როგორ შევინარჩუნოთ მეორე ნახევართან კარგი ურთიერთობა?

  • tamkaka
  • აპრილი 30, 2015

ურთიერთობამოგეხსენებათ ზოგადად ურთიერთობა რთული ფენომენია, მითუმეტეს იმ ადამიანთან, ვისთანაც გრძნობები და ემოციები გაკავშირებს. სიყვარულს გაფრთხილება სჭირდება, თორემ მალევე შეუძლია სიძულვილში გადაიზარდოს. ბევრმა არ იცის მისი ფასი და საკუთარ პრინციპებსა და სიამაყეს აყენებს პირველ ადგილზე. სიყვარულის გამო თავის დამცირება ნამდვილად არ არის საჭირო, რადგან ეს უკვე სიყვარული აღარ არის, მაგრამ მე შევეცდები გადმოგცეთ თუ როგორ იპოვოთ ამ ორს შორის ოქროს შუალედი.

სასიყვარულო ურთიერთობას გვინდა თუ არ გვინდა კამათი ახლავს თან. კამათის დროს შეეცადეთ იფიქროთ იმაზე, რომ  ემოციები გალაპარაკებთ და შემდგომ აუცილებლად ინანებთ იმ სიტყვებს, რაც თქვენ საყვარელ ადამიანს უწოდეთ. შეცდომა ყველას მოსდის, შეეცადეთ წყნარად აუხსნათ თუ რა დააშავა მან და თუ უყვარხართ ის აუცილებლად შეეცდება გამოასწოროს მისი ქცევა მომავალში.

თუ თქვენი მეორე ნახევარია თვენზე ნაწყენი კამათში ნუ აყვებით, აცადეთ დამშვიდდეს და ყოველთვის ცივი გონებით გადაწყვიტეთ ნებისმიერი პრობლემა. გახსოვდეთ, რომ ერთად ყოფნა და ერთმანეთის მიღება ისეთების როგორებიც ხართ, ყველაზე რთული დავალებაა რასაც ეს სამყარო მოგივლენთ. ჩხუბი და დაშორება ადვილია, ყველაზე მარტივი გამოსავალი. სიყვარული კი ბრძოლასა და ურთიერთპატივისცემას მოითხოვს.

წყვილი

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ამაზე ძვირფასი გრძნობა არ არსებობს და დააფასეთ გვერდში მყოფი ადამიანი. ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას ეს ბედნიერება წაგართვათ. თუ თქვენი კეთილისმსურველები ან ახლობლები რაიმე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენას დააპირებენ თქვენი ურთიერთობის გასაფუჭებლად, ყველაფერი იღონეთ რომ არავინ არასდროს ჩაერიოს თქვენ სიყვარულში. ეს ეხება მხოლოდ ორ ადამიანს, მაგრამ ზოგმა თვლა არ იცის.

არც საქართველოში უაზროდ დაწესებულ შეზღუდვებს მიაქციოთ ყურადღება. თქვენ თავისუფალი ადამიანი ხართ და სწორედ თქვენი გადასაწყვეტია თუ რამდენის უფლებას მისცემთ თქვენ მეორე ნახევარს. ყველაფერი ერთმანეთთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. თუ სიყვარულია იქ დაბრკოლებაც ადვილად ქრებაო ნათქვამია, მაგრამ არასწორი ნაბიჯებით შეიძლება ყველაფერი გაფუჭდეს. წარმატებებს გისურვებთ!

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.