როგორ შევინარჩუნოთ მკერდის სილამაზე?

  • ninimate
  • ოქტომბერი 8, 2013

ლამაზი მკერდილამაზი მკერდი ძალიან დიდი უპირატესობაა ქალისთვის. მკვრივი და ელასტიური კანი მკერდზე, უპირობო ნიშანია სილამაზის და მომხიბვლელობის. არსებობს რამდენიმე მეთოდი რაც მკერდს მომხიბვლელობას შემატებს და შეუნარჩუნებს.

უპირველეს ყოვლისა ლამაზი მკერდისთვის აუცილებელია რეგულარული ვარჯიში, მაგალითისთვის ძალიან კარგია აზიდვები და ჰანტელები.

საუკეთესო საშუალებაა მკერდის გამკვრივებისთვის ცურვა, ასევე დიდი მნიშვნელბა აქვს კარგი ბიუსჰალტერსი არჩევას. გაიკეთეთ წყლის მასაჟები. სხეული ყოველთვის გქონდეთ სწორ პოზიციაში: გამართული ზურგი და წინ წამოწეული მკერდი.

შემოგთავაზებთ რამდენიმე მეთოდს, რის საშუალებითაც შესაძლებელია მკვრივი და ლამაზი მკერდის შენარჩუნება რაც შეიძლება დიდხანს:

მკერდი

ლამაზი მკერდი და მისი შენარჩუნების საიდუმლო

  1. ყოველდღიუად მიიღეთ კონტრასტული, ცივი და ცხელი, ან თუნდაც მხოლოდ ცივი შხაპი. ეს არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, ამკვრივებს მკერდის კანს და კუნთებს.ძუძუ-iHOW.GE
  2. მკერდისთვის სასარგებლოა ასევე მასაჟიც, შეგიძლიათ გაიკეთთ ფრთხილი წრიული მოძრაობები რბილი ჯაგრისით, მკერდის ირგვლივ. იღლიებიდან ქვემოთ, მკერდისკენ და ზემოთ ისევ იღლიებისკენ.

  3. საღამოს ძილის წინ კარგად დაისველეთ მკერდი ცოტაოდენი მარილიანი წყლით.

  4. დღეგამოშვებით ბანაობის შემდეგ, ფრთხილად შეიზილეთ დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი. შემდეგ გაიკეთეთ თბილი კომპრესი პირსახოცით. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ მკერდი გრილი წყლით.

  5. თვეში ერთხელ გაიკეთეთ შემდეგი პროცედურა: ორ სუფრის კოვზ ხაჭოს შეურიეთ ორი ჩაის კოვზი ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი. (შეიძლება დაამატოთ ცოტაოდენი არაჟანი. ზაფხუში კი ხილის წვენი) მიღებული მასა დაიდეთ თხლად ყელზე და მკერდზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი, სუსტი გვირილის ნაყენით.

ეს უბრალო ხალხური რჩევები, დაგეხმარებათ ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის და ტაბლეტების გამოყენების გარეშე შეინარჩუნოთ მკვრივი და ლამაზი მკერდი დიდი ხნით. დამეთანხმებით, რომ სილამაზისთვის ნამდვილად ღირს გარჯა.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.