როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე

  • marinola
  • სექტემბერი 3, 2012

lamaziსწორი კვება. ბავშვობიდანვე სწორად ბალანსირებული კვება ჯანმრთელობის საწინდარია. სწრაფი კვება (ფასტ ფუდები) და ტკბილი გაზიანი სასმელები მენიუდან უნდა ამოიღოთ. იკვებეთ ხშირ–ხშირად მცირე ულუფებით. არ დაიბინძუროთ ორგანიზმი ტოქსინებით და წიდებით. საგრძნობლად შეამცირეთ საკვებში შაქარი და მარილი. ასაკოვან ადამიანებში შაქარი იწვევს კოლაგენის ნეგატიურ ცვლას, რაც აჩენს ნაოჭებს. გარდა ამისა ნაკლებად მიირთვით ცხიმიანი და შემწვარი საკვები. ასეთი საკვების ბოროტად გამოყენებას მოსდევს ათეროსკლეროზი. ქოლესტერინი ეცობა სისხლძარღვებს და იწყება ორგანიზმის სწრაფი დაბერება. ექიმები გვირჩევენ მეტი ხილისა და ბოსტნეულის მიღებას. ხოლო გაზაფხულსა და შემოდგომაზე საკვებს უნდა დავუმატოთ ვიტამინების კომპლექსიც. სვით მეტი სუფთა წყალი და არა გაზიანი. სითხე ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას და აუცილებელია ნივთიერებათა ცვლისათვის, ეს კი ახანგრძლივებს ახალგაზრდობას.

სპორტი. ექიმების აზრით ზრდასრული ადამიანები ყოველდღე 30 წუთი უნდა ვარჯიშობდეს, ფიტნესი სიცოცხლეს საშუალოდ 5–7 წლით ახანგრძლივებს. ფიზკულტურა აუმჯობესებს გულისა და სისხლძარღვების მუშაობას, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს და სისხლის წნევას, ორგანიზმს უნარჩუნებს ტონუსს. მეცნიერთა დასკვნით, როგორც კი ეცემა ადამიანის ინტელექტუალური მდგომარეობა, ორგანიზმი იწყებს დაბერებას.

ისწავლეთ სტრესთან ბრძოლა. ხანგრძლივ სტრესებს მოსდევს უძილობა, ჰიპერტონია, წყლული, კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადება. ამიტომ ისწავლეთ ნეგატიური ემოციებისგან თავის დაცვა. ხშირად იყავით იმ ადამიანების გვერდით ვისაც უყვარხართ.

ჰორმონული ბალანსი. როგორც კი ორგანიზმში ჰორმონული ბალანსი მცირდება კანი კარგავს ელასტიურობას. ჩნდება ნაოჭები, ფუჭდება თმის ხარისხი. ყველაზე მნიშვნელოვანია ესტროგენი, ტესტოსტერონი, ზრდის ჰორმონი, სეროტონინი და ენდორფინი. ივაჯიშეთ, იმხიარულეთ, იყავით კეთილები, მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება და დიდხანს შეინარჩუნებთ ახალგაზრდობასა და ჯანმრთელობას.

წინა «
შემდეგი »