როგორ შევინარჩუნოთ სუფთა კანი?

  • nuca.niblia
  • მაისი 6, 2015

სახის კანიპირველი შთაბეჭდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველი შეხვედრისას კი ადამიანის სულის შეცნობა თითქმის შეუძლებელია, ამიტომ ყურადღებას მის გარეგნულ მახასიათებლებზე ამხვილებთ. ადამიანისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი  სუფთა კანია, რომელიც მას ჯანსაღ იერს სძენს.

იმისთვის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა პირველი შეხედვისას ჯანსაღი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოს, საკუთარი კანისთვის სულ ცოტა რამ უნდა გააკეთოს. ეს კი დილით უზმოზე ხილის მიღებაა, რომელიც დამეთანხმებით არც ისე რთული პროცედურაა, ჩემი აზრით, სასიამოვნოც კი.

ადამიანის ორგანიზმი ძილში დამოუკიდებლად იწმინდება და განვლილი დღის განმავლობაში დაგროვილი მავნე ნივთიერებებისგან თავისუფლდება. ამ პროცესს კანის სიჯანსაღისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ტოქსინები და ორგანიზმის მიერ გადამუშავებული ნივთიერებები შეიძლება აკნესა და კანის სხვა დაავადებების წარმოქმნის მიზეზი გახდეს.

სწორედ ხილი ეხმარება ორგანიზმიდან ამ მავნე ნივთიერებების განდევნას. ასე, რომ დილით ნოყიერი საუზმის ნაცვლად თუ ხილს მიირთმევთ, ორგანიზმი მას იმდენად სწრაფად და იოლად მიიღებს, რომ კუჭ-ნაწლავს მუშაობა პრაქტიკულად არ დასჭირდება. ასე რომ, ხილის საუზმე რამდენიმე საათით ახანგრძლივებს ორგანიზმის გაწმენდისა და თვითაღმდგენ პროცესს. ეს კი ჩვენი სუფთა კანის საწინდარია.

 

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.