როგორ შევინახოთ ბანანი?

  • commail.comedyin
  • მაისი 3, 2014

მინიონებიბანანი საუკეთესოა, როცა ის მწიფეა, ანუ როცა კარგი ყვითელია და მცირე ყავისფერი ლაქები აქვს კანზე, მაგრამ მწიფე ბანანი, რომელსაც დროულად არ გამოიყენებ მალე გადამწიფდება, ყავისფერი გახდება და დარბილდება, რაც საბოლოოდ გვაძლევს უგემურ ბანანს. როგორ შევინახოთ ბანანი, რომ დიდხანს შეინარჩუნოს სიყვითლე და არ გაშავდეს?! ამ სტატიაში თქვენ ამოიკითხავთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში.

 

ვაშლი და ბანანითუ ბანანს ინახავთ კალათაში სხვა ხილთან ერთად, არ დადოთ მასთან ახლოს ვაშლი. ვაშლი ყველა ხილზე უფრო მეტად ხელს უწყობს ბანანის სწრაფ გადამწიფებას და გაშავებას.

 

 

ბანანიბანანი უნდა შეინახოთ ბნელ ადგილას, ვინაიდან მზე და სინათლე ხელს უწყობს დამწიფების პროცესს.

 

 

მაცივარიგაუფრცქვნელი ბანანი შეინახეთ გრილ ადგილზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – მაცივარში. 10 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე ბანანში შემავალი ვიტამინები კვდება, ბანანი ხდება მომჩვარული და შავდება. ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა ბანანისთვის არის 12 გრადუსი.

 

ბანანის ყუნწიბანანის ბოლოებს (ყუნწებს) კმჭიდროდ შემოახვიეთ ფოლგის ქაღალდი (სკოჩი, პოლიეთილენის პარკი და ა.შ), ეს ხელს შეუშლის მასში ჟანგბადის შეღწევას, და ბანანი დიდხანს შეინარჩუნებს ხასხასა ყვითელ ფერს.

 

 

ბანანის გაფრცქვნათუ თქვენ ძალიან ბევრი ბანანი გაქვთ, მაშინ გაფრცქვენით, დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად და გაყინეთ. გაყინული ბანანი ინარჩუნებს ყველა ვიტამინსა და მინერალს. ამასთან ასეთი სახით შენახული ბანანი გადასარევი ინგრედიენტია კოქტეილებსა და საკონდიტრო ნაწარმში.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.