როგორ შევინახოთ პროდუქტი?

  • An'na
  • მარტი 9, 2015

ბაზარიმიუხედავად იმისა, რომ თქვენ ყიდულობთ პროდუქტს უახლოეს მაღაზიაში, არ დაგავიწყდეთ რომ ეს პროდუქტი თქვენ თეფშზე მოხვედრამდე ათასობით კილომეტრს გადის. იმისათვის რომ, პროდუქტი თქვენამდე მოვიდეს კარგ მდგომარეობაში, ამისათვის მწარმოებლები მას კრეფენ ნახევრად დამწიფებულს. იმ დროისთვის როცა თქვენ ყიდულობთ ხილს ან ბოსტნეულს, მასში უკვე იწყება ლპობის პროცესი. მოგცემთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ შეინახოთ პროდუქტი რომ  არ გაფუჭდეს მალე.

 

ნაბიჯები:  

ნაბიჯი 1:    გირჩევთ ხშირ-ხშირად იყიდოთ პროდუქტი, ვიდრე ერთიანად. რაც უფრო ხშირად ივლით მაღაზიაში უფრო მეტი შანსი გაქვთ იყიდოთ ახალ–ახალი პროდუქტი.

 

ნაბიჯი 2:     გირჩევთ ამოარჩიოთ ისეთი პროდუქტი რომელიც არ არის დაზიანებული, რადგან დაზიანების შემდეგ მასში შედის ჰაერი და ეს იწვევს პროდუქტის გაფუჭებას. თუ თქვენ მაცივარში შეინახეთ დაზიანებული პროდუქტი, ეცადეთ პირველ რიგში ის გამოიყენოთ.

 

ყვითელი ვაშლი

ნაბიჯი 3: გაითვალისწინეთ პროდუქტის ვარგისიანობის ვადა, მაგ: მწვანე სალათი უფრო ადრე უნდა მივირთვათ ვიდრე  კარტოფილი.

 

ნაბიჯი 4:    შეინახეთ პროდუქტი მისთვის შესაფერის ადგილას, ზოგიერთი პროდუქტი კარგად დამწიფებამდე არ უნდა შევინახოთ მაცივარში მაგალითად ნექტარინი, მაგრამ ზოგიერთი მალევე უნდა შევინახოთ მაცივარში მაგალითად სტაფილო.

მწიფე ვაშლები

 

ნაბიჯი 5: გამოვიყენოთ პლასტიკური პაკეტები ისეთი პროდუქტების შესანახად როგორიცაა მაგალითად: ყაბახი, კომბოსტო, ფოთლოვანი ბოსტნეული და ა.შ.  პაკეტს გავუკეთოთ რამდენიმე ნახვრეტი რომ ბოსტნეულმა შეძლოს სუნთქვა.

შეფუთული კომბოსტო

 

ნაბიჯი 6: შევინახოთ სოკო ქაღალდის პაკეტებში, რადგან სოკო ფუჭდება სისველეში რომელიც ჩნდება პლასტიკურ პაკეტში. ქაღალდის პაკეტი შეიწოვს სისველეს და სოკო არ გაფუჭდება.

სოკო

ნაბიჯი 7: კენკრა შევინახოთ პლასტიკურ, სახურავიან კონტეინერში, რადგან კენკრა ფუჭდება როცა მას ხვდება ჰაერი.

ნაბიჯი 8: გამოიყენეთ სპეციალური კონტეინერები მყიფე პროდუქტის შესანახად მაცივარში. სასურველია გვქონდეს ორი ნახვრეტებიანი კონტეინერი: ერთი– პროდუქტისთვის, რომელსაც სჭირდება დაბალი ტენიანობა და მეორე– პროდუქტებისთვის რომელსაც სჭირდება მაღალი ტენიანობა, მაგ:  სალათის ფოთოლი, მწვანილები, ფოთლოვანი ბოსტნეული და ა.შ.

 

კონტეინერი

ნაბიჯი 9: შეინახეთ კარტოფილი და ხახვი გრილ, ბნელ ადგილას, მაგრამ მაცივარში არა. არ შეინახოთ კარტოფილი და ხახვი ერთ თაროზე, რადგან ხახვი იწვევს კარტოფილის ნერგის გაჩენას.

 

ხახვი

ნაბიჯი 10: შეინახეთ ავოკადო, ბანანი და პომიდორი სხვა ბოსტნეულისაგან განცალკევებით, რადგან ეს პროდუქტი გამოყოფს ეთილენს, უსუნო და უფერო გაზს, რომელიც აჩქარებს მათ დალპობის პროცესს.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.