როგორ შევირჩიოთ ტატუ?

  • Creed
  • იანვარი 28, 2014

ტატუ-შერჩევა-ihow.geყოველი მეორე ჩვენთაგანი ოდესმე დაფიქრებულა ტატუს გაკეთების შესახებ. გაითვალისწინეთ ეს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რადგან იგი მთელი ცხოვრებით დაგრჩებათ (არსებობს დროებითი ტატუებიც). თუ თქვენ უკვე ჩამოყალიბდით, მაშინ მოდით შევარჩიოთ რა და სად დავიხატოთ.

 

 

უპირველესად მოდით გადავწყვიტოთ თუ სად დავიხატოთ ტატუ. თუ თქვენ გიწევთ მუდმივი ურთიერთობა ადამიანებთა და მუდმივად გაქვთ კლიენტებთან კონტაქტი, მაშინ თქვენ არ შეგაქებენ სხეულზე ასეთი ექსპერიმენტების ჩატარებისათვის. ამ შემთხვევაში ტატუ უნდა გავიკეთოთ შეუმჩნეველ ადგილას, რასაც ტანსაცმელი დაფარავს. ეს შეიძლება იყოს, ზურგი, მუცელი, მხარი და ა.შ.

ტატუ-სახეზე-ihow.geთუ თქვენ არ ხართ დამოკიდებული საკუთარი უფროსების მოსაზრებებზე, მაშინ თამამად შეგიძლიათ ამ ხელოვნების დემონსტრირება. ეს შეიძლება იყოს კისერი, ხელი, ან სახე.

 

 

 

 

ტატუ-პირამიდები-ihow.geშემდგომ დავადგინოთ თუ რისი დახატვა გნებავთ, თუ თქვენ ტატუს იკეთებ რაიმე მოვლენასთან დაკავშირებულს, მაშინ შეგიძლიათ ტატუ ვიზუალურად მიაბათ ამ მოვლენას. მაგალითად მოგზაურობა გიზაში, ტატუს შეგიძლიათ პირამიდების სახე მისცეთ. განუყრელ მეგობრობის სიმბოლოა – “ბოქლომში ჩახატული სახელები”. მოკლედ აქ გამოიყენეთ ფანტაციის უნარი და მოიფიქრეთ ნახატი.

 

 

მხატვარი-ihow.geთუ თქვენ ტატუს იკეთებთ “სოლიდარობის” ნიშნად, ან სილამაზისათვის ან უბრალოდ და არ იცით რა შეარჩიოთ, მაშინ შეგილიათ ინტერნეტში მოძებნოთ გამზადებული ესკიზები. ინტერნეტში თავისუფლად წააწყდებით უამრავ საინტერესო და ორგინიალურ ესკიზებს. თუ გსურთ რაიმე ექსკლუზიური მაშინ მიმართეთ მხატვარს, რომელიც დაგეხმარებათ შექმნათ ის რაც გსურთ. ზოგადად ასეთ მხატვარებს წააწყდებით ტატუ სალონებში, რომლებიც თქვენი მითითებებით ან საკუთარი ფანტაზიის წყალობით უფასოდ დაგიხატავენ ესკიზს.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.