როგორ შევისწავლოთ სამომხმარებლო ბაზარი?

  • Giorgi Gujabidze
  • ნოემბერი 13, 2013

მარკეტინგული კვლევარა არის ბიზნესის წარმატების და სტაბილურობის გარანტი 21 საუკუნეში? როგორ დავიწყოთ? როგორ ავეწყოთ ევროპის და ამერიკის უკვე ძალიან წინ წასულ და განვითარებულ კონკურენტულ სექტორებს?

პირველი არის იდეის “სთართაფი”, ძლიერი და სანდო ბიზნესი კი წარმოუდგენელია მარკეტინგული გათვლების გარეშე. სწორედ მარკეტინგული კვლევა არის ის რაც დაგვანახებს იდეის რელევანტურობას, გვაძლევს სურათს თუ რა სახის პროდუქტები და მომსახურება მოგიტანს ნამდვილად მოგებას.

ბაზარზე უკვე არსებული პროდუქტების და მომსახურების კვლევისა და კონკრეტული გამოკითხვების ჩატარების შედეგად მარკეტინგული კვლევა საშუალებას აძლევს კომპანიებს დაინახონ აკმაყოფილებს თუ არა მათი შეთავაზება მომხმარებელთა მოთხოვნებსა და მოლოდინებს, ასევე აძლევს საშუალებას დასახონ მომავალი განვითარება, შეცვალონ და გააუმჯობესონ, ასევე დაამატონ მომსახურების და პროდუქტის სახეები, ერთი სიტყვით გაზარდონ ბრუნვა და მოგება მომხმარებელთა თავში ჩახედვით.

“მარკეტინგული კვლევის გარეშე საქმის წამოწყება ხომ იგივეა რაც ევროპაში ავტომობილით მოგზაურობა რუკების და ნავიგაციის გარეშე, კარგად გათვლილი მარკეტინგი კი საშუალებას გვაძლევს ვიცოდეთ რა მიმართულებით ვიმოძრაოთ და რა სისწრაფით, კარგი კვლევა კი გვამცნობს ვინ არიან და სად არიან ჩვენი მომხმარებლები და ასევე დროის რა მონაკვეთში ისარგებლებენ ისინი ჩვენი პროდუქტით” (უილიამ ბილი, Wealth Design Group LLC in Houston).

მარკეტინგული კვლევით ჩვენ შეგვიძლია როგორც დავსახოთ მომავალი ბიზნესის გეგმა ასევე გავზომოთ არსებულის პოტენციალი, ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია სწორად, სწორი ხალხის მასის მიმართ სწორი კითხვების შემუშავება და დასმა, უმწეო და არაპროფესიონალურმა კვლევამ შეიძლება ჩვენი ბიზნესი შეიყვანოს ჩიხში, ასე რომ გთავაზობთ მარკეტინგული კვლევის საფუძვლებს რაც დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ შეცდომები სთართაფის პერიოდში.

მარკეტინგული კვლევის სახეები

ძირითადი ანუ პირველადი კვლევა: მისი მიზანი არის მონაცემთა მოგროვება მიმდინარე გაყიდვებისა (პროდუქტის თუ მომსახურების) და პრაქტიკის, ეფექტურობის ანალიზის შედეგად, ასევე პირველადი კვლევის საფუძველზე შეისწავლება კონკურენცია ბაზარზე, ამ ინფორმაციის მოპოვების შედეგად თქვენ უკვე “ინფორმირებული ანუ შეიარაღებული” ხართ ასეთი კვლევა თავის თავში შეიძლება მოიცავდეს: ინტერვიუებს (როგორც პირისპირ ასევე კომუნიკაცის სხვა ნებისმიერი საშუალებით) გამოკითხვებს (როგორც ონლაინ ისე სხვა მეთოდების გამოყენებით) კითხვარებს ფოკუს ჯგუფების მეშვეობით პოტენციურ ან სავარაუდო კლიენტებთან უშუალო კონტაქტის დამყარების მეთოდს.

მნიშვნელოვანი შეკითხვები კი დაახლოებით ასე უნდა გამოიყურებოდნენ: ბაზრის კვლევარა ფაქტორებს აქცევთ ყურადღებას ამ პროდუქტისა თუ მომსახურების შეძენისას? რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ ამ მომენტში ბაზარზე არსებული ამა თუ იმ პროდუქტის შესახებ? რის გაუმჯობესებას გვირჩევდით? რა იქნებოდა თქვენთვის მისაღები ფასი ამ პროდუქტისათვის?

მეორადი კვლევა: მეორადი კვლევა მოიცავს უკვე შეკრებილი და ასევე საყოველთაოდ ცნობილი მონაცემების კვლევას, ამ ეტაპზე ხდება კონკურენციის გამოკვლევა და კონკურენტების შესწავლა, კრიტერიუმების ჩამოყალიბება და სამიზნე სეგმენტების გამოკვეთა. ამ შემთხვევაში ჩვენი სეგმენტი იკვეთება მოსახლეობის აღწარმოების კანონზომიერებების, მისი ხასიათის დამოკიდებულებაზე სოციალურ-ეკონომიკურ, ბუნებრივ პირობებზე, მოსახლეობის ეთნიკურ, ენობრივ, რელიგიურ შემადგენლობაზე, ცალკეული ქცევითი ჩვეულებებისა თუ ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით ჩვენს ბიზნესთან მათ დამოკიდებულების და ინტერესის მიხედვით.

მონაცემთა შეგროვება ვერცერთი მცირე ბიზნესი ვერ იქნება წარმატებული მომხმარებელთა შეცნობის და გაგების მათი მოთხოვნილებების შესწავლის გარეშე ვინაიდან კონკურენცია ხშირად სასტიკია და გამტარი კვლევის გარეშე საქმის დაწყებამ შეიძლება კონკურენტის “წისქვილზე დაასხას წყალი”.

არსებობს მონაცემთა შეგროვების ორი სახე: რაოდენობრივი და ხარისხობრივი. რაოდენობრივი მეთოდი საჭიროებს მათემატიკურ ანალიზს და “სინჯის” დიდ რაოდენობას. ამ მონაცემთა რეზულტატი ნათელს ჰფენს სტატისტიკურად მნიშვნელოვან განსხვავებებს.

მაგალითისთვის ნებისმიერი მთვლელი რომელიც თქვენ ვებ გვერდზე აყენია აწარმოებს გარკვეული სახის რაოდენობრივ ანუ სტატისტიკურ ანალიზს. ანუ ამ კონკრეტული მაგალითიდან შეგვიძლია გავიგოთ, დროის რა მონაკვეთში რა რაოდენობის მომხმარებლები ეცნობიან ჩვენ საიტს, შევადაროთ წინა დღის თუ კვირის და ა.შ. შედეგებს გავიგოთ რამდენი ხანი ჩერდებიან ჩვენ გვერდზე და რას ათვალიერებენ ანუ ვარკვევთ რა აინტერესებთ, ასევე მნიშვნელოვანია ფუნქცია რომელიც გვამცნობს თუ რომელი საიტიდან გადმოვიდა ჩვენს საიტზე ესა თუ ის მომხმარებელი.

ლოგიკურია გაგვახსენდება ამა თუ იმ ახლად გახსნილ მაღაზიაში დასმული კითხვები “საიდან გაიგეთ ჩვენს შესახებ?” – ზუსტად ეს არის ერთ-ერთი ის შეკითხვა რომელიც გვეხმარება სტატისტიკის და ზოგადად კვლევის წარმოებაში. ხოლო რაც შეეხება ხარისხობრივ კვლევას – აქ მასშტაბური “სინჯის” აღება აღარ არის აუცილებელი, საკმარისია გარკვეული ჯგუფი გამოიკითხოს ამა თუ იმ პროდუქტზე მათი აზრის შესახებ.

მონაცემებზე დაკვირვება

მოცემულ დროს სწორად დასმული შეკითხვებით უნდა გავარკვიოთ რას მოელოდება ჩვენი მომხმარებელი, რა სურს მას, იქნება ეს პროდუქტის ფასი, ხარისხი თუ ნებისმიერი სხვა რამ. ამ ინფორმაციით ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ჩვენი პროდუქტი გვერდიდან, ზედმეტი ხარჯების ან ხარისხის დაცემის თავიდან აცილების შედეგად დავაყენოთ პროდუქტი ზუსტად იმ სტანდარტზე რისი მოლოდინიც აქვს მომხმარებელს, რაც საშუალებას მოგვცემს როგორც ფასით და ხარისხით ასევე სხვა კრიტერიუმებით არ ჩამოუვარდეთ ჩვენს კონკურენტებს.

ხშირად დაშვებული მარკეტინგული შეცდომები მხოლოდ მეორად გამოკვლევაზე დაყრდნობაა. სხვათა მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადებული დასკვნები ჩვენ ვერ მოგვცემს სრულ სურათს, ვინაიდან ბიზნესი და მარკეტინგი ყოველდღიურად იცვლება იხვეწება და შეიძლება დასკვნები იყოს მოძველებული, ამასთანავე ხშირ შემთხვევაში გვრჩება ის საგულისხმო დეტალები, რომლებიც პირველადი კვლევის შედეგად შეიძლება აღმოვაჩინოთ და თუ არა გადამწყვეტი, მნიშვნელოვანი წინსვლის მომტანი იყოს ჩვენი ბიზნესის განვითარებისათვის.

მხოლოდ ვებ რესურსის გამოყენება

ვებ სივრცეში ყველასთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია გამოსადეგია მხოლოდ პარალელური შედეგის სახით, აუცილებელია ლოკალური სივრცის გამოყენება, ხალხთან უშუალო კონტაქტი, ადგილობრივი, რეალური საზოგადოებისაგან მიღებული ინფორმაცია. მხოლოდ ნაცნობებზე დაყრდნობა. ახლობების და ნაცნობების აზრი შეიძლება ხშირ შემთხვევაში არ ან ვერ იყოს ობიექტური. ასე რომ წარმატებით მიჰყევით ბიზნესს და არ დაგავიწყდეთ მარკეტინგული კვლევები.

გაგრძელება იქნება . . .

 

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.