როგორ შევისწავლოთ უცხო ენა ინტერნეტით ?

  • ninimate
  • November 15, 2013
  • 0

0_8c42d_d92717c1_XL უცხო ენის სწავლა, ყველასთვის სასურველი და საჭიროა. ამიტომ ეძებენ სხვადასხვა მეთოდს მის შესასწავლად. თუმცა ზოგ შემთხვევაში სურვილი დიდია, მაგრამ არ არის საკმარისი დრო და ფინანსები კურსებზე ან მასწავლებელთან მისასვლელად.
ამიტომ შემოგთავაზებთ 10 საიტს, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ დღეში თუნდაც ნახევარი საათის დათმობით გაიუმჯობესოთ თქვენი უცხო სიტყვათა მარაგი.

LinguaLeo

ეს სერვისი არის ინგლისურის შესასწავლად.
მას აქვს გასართობი,სათამაშო და ინტერაქტიური მეთოდები, რათა ეფექტური გახადოს სწავლის პროცესი.
მოსაწყენი ტექსტების ნაცვლად აქ არის კლიპები, სიმღერები, ვიდეო-რგოლები, სტატიები და ანეგდოტები ინგლისურ ენაზე. გარდა ამისა სასწავლებლად შემუშავებულია მეთოდი, სადაც შეიძლება გაესაუბრო და დაამატო უცხოენოვანი მეგობრები. დროის შეზღუდვა არ მოქმედებს და ამიტომ სწავლას შორის ინტერვალს თქვენ თვითონვე ირჩევთ.

0_8c430_f8d332bc_XL

Busuu.com

Busuu.com – ეს არის ვირტუალური საზოგადოებრივი საიტი, უცხო ენის შესასწავლად. დღეისთვის აქ შეიძლება არა მარტო ინგლისურის სწავლა, არამედ: ფრანგული, გერმანული, ესპანური, იტალიური, პორტუგალიური, თურქული, პოლონური, არაბული, ჩინური, იაპონური… სერვისი უფასოა საბაზისო სისტემის მიხედვით. აქ საკმაოდ ადვილია ახალი სიტყვების და წინადადებების სწავლა. არის ვიდეო გაკვეთილები, დავალებები, ასევე შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი ლაპარაკი და მოისმინოთ. დავალებები შემოწმდება და მიიღებთ ქულებს.

0_8c821_83209f05_XL

ინგლისურის სწავლა BBC-ზე

საიტ BBС-ზე წსავლა იდეალურია მათთვის, ვისაც სურს ენის სრულყოფილად შესწავლა. განყოფილებაში Learning English არის აუდიო, ვიდეო გაკვეთილები და ტექსტები ინგლისურ ენაზე. სერვისი განკუთვნილია სხვადასხვა დონისთვის: სტუდენტების, ბიზნესმენების, მოსწავლეთა და მასწავლებელთათვის.

0_8c823_3b6c0e0a_XL

Study.ru

ამ საიტის მომხმარებლისთვის გათვლილია სისტემა, რის მიხედვითაც ადვილად და დამოუკიდებლად უნდა შეძლონ ინგლისური ენის სწავლა. არსებობს ასევე ფრანგული, ესპანური, გერმანული და იტალიური ენების სასწავლო ვერსია.
აქ არის ონლაინ გაკვეთილები, ვიდეო, აუდიო წიგნები და ტესტები. რეგისტრაციის შემდეგ შეძლებთ ყველა სერვისით სარგებლობას.

0_8c825_5ff744f3_XL

Livemocha

ეს საიტი არის საერთაშორისო, სადაც სწავლის პრიციპი შემდეგია: ეხმარები სხვას და სხვა გეხმარება შენ. უმოწმებთ ერთმანეთს ნამუშევრებს, უკომენტარებთ. კურსი დაყოფილია ინდივიდუალური კურსებით, რომელიც მოიცავს წერით და ზეპირ სავარჯიშოებს. აქ შეიძლება ბევრი უცხო ენის სწავლა. დღეისთვის Livemocha არის მსიფლიოში საკმაოდ დიდი ონლაინ-სასაუბრო უცხო ენის შემსწავლელთათვის.

0_8d8c7_d45c48f8_XL

Franklang.ru

ვისაც უყვარს კითხვა ეს სიტი გამოადგება.მეთოდი შედგება ადაპტირებული წიგნით.ტექსტის ორიგინალი არ იცვლება და ემატება ლიტერატურული თარგმანი კომეტარებით.ილია ფრანკის მეთოდი არის წიგნი რომელშიც შეგძლიათ წაიკითხოთ ტექსტი უცხო ენაზე ორიგინალში და გაიმდიდროთ ლექსიკა ახალი სიტყვებით.
ამ მეთოდით თუ წაიკითხავთ წიგნს დღეში ორი საათი თვეში მოგიგროვდებათ ათასი სიტყვის ახალი მარაგი.

4751_8_de1822b44b28eef84580a0771390fde3

Lyricstraining

აქ ისწავლით უცხო ენას თქვენი საყვარელი სიმღერების დახმარებით. ამისთვის საჭიროა ავირჩიოთ შემსრულებელი და კომპოზიცია. ყურდღებით უნდა მოისმინოთ ტექსტი, დაიმახსოვროთ და ეცადოთ ზუსტად გაიმეოროთ. ამ მეთოდით საკმაოდ ხშირია და იოლია ენის შესწავლა. საიტზე ხელმისაწვდომია სიმღერების ნახვა: ინგლისურად, ფრანგულად, გერმანულად, ესპანურად, იტალიურად, პორტუგალიურად. ამის გარდა არის მრავალი გასართობი მეთოდი უცხო ენის შესასწავლად.

21151_341502445972119_1335485531_n

MyLanguageExchange

ამ საიტზე შეგიძლიათ იპოვოთ საინტერესო მოსაუბრე უცხო ენაზე, რომელიც უპერველესყოვლისა შეისწავლის თქვენს მშობლიურ ენას, ასევე აქ შეგიძლით ესაუბროთ როგორც ტექსტური შეტყობინებებით ასევე ხმოვანით გაიაროთ პრაკტიკა
ერთმანეთის დახმარებით შეისწავლოთ უცხო ენა. საიტზე არის გაფართოებული ძებნა შეგიძლიათ აირჩიოთ ენის, სქესის, ასაკის,ქვეყნის მიხედვით. ასევე აქ შეგიძლიათ არამარტო აიმაღლოთ თქვენი ცოდნის დონე არამედ იპოვოთ ახალი მეგობრები მთელი მსოფლიოს მაშტაბით

90860969_Red_beach_1

Lang-8

აქ შეგიძლიათ ისწავლოთ არამარტო ლაპარაკი არამედ გარამატიკაც. საიტის პრინციპი შემდეგია:მომხმარებლები ერთმანეთს ეხმარებიან. თქვე წერთ პოსტს და გზავინით სხვა კი ამოწმებს და კომენტარში გიწერთ რა იყო შეცდომა. ასევე თქვნც შეგიძლიათ შეამოწმოთ სხვისი პოსტი ან დაეხმაროთ თქვენი მშობლიური ენის შესწავლაში.

bebet_net_china_red_beach_4

Britanico: Draword

Draword-გასართობი სერვისია ინგლისური შემსწავლელთათვის.აქ არის სიტყვები, რომლებიც თქვენ უნდა გაიმეოროთ რაც შეიძლება სწორად. ზუსტად წარმოთქმული სიტყვის შეფასებას, ნახავთ ეკრანზე გამოსული ნახატის მიხედვით.

China_03

ეს არის ის ათი საიტი, რომლიდანაც თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ ან გაიუმჯობესოთ უცხო ენის ცოდნა.

წინა «
შემდეგი »