როგორ შევიღებოთ თვალები

  • marinola
  • აგვისტო 12, 2012

თვალების შეღებვაალბათ დროდადრო გიჩნდებათ სურვილი ფერთა პალიტრა შეიცვალოთ, ჩაიტარეთ ექსპერიმენტები ქუთუთოს ჩრდილებით, მოსინჯეთ სხვადასხვა ფერი. მაგალითად, მწვანე და თაფლისფერ თვალებს იასამნისფერი და წითელი მეტ გამომსახველობას შესძენს. ცისფერ თვალებს შეიძლება მოწითალო-მოყავისფრო ჩრდილებით გაუსვათ ხაზი. ქერა ქალბატონებს ძალიან მოუხდებათ მოვარდისფრო პომადასთან შეხამებული მუქი რუხი და მოწითალო-მოყავისფრო ტონები.

წაბლისფერთმიანებს შოკოლადიფერი გამის ფერები უხდებათ.

წითურებს მუქი მწვანე და მუქი რუხი.

შავთმიან ქალებს ძალიან შვენით თვალის მოყავისფრო ჩრდილები, ვარდისფერი და ატმისფერი ტუჩის საცხი.

თვალები უფრო დიდი და მეტყველი გამოჩნდება თუ ქუთუთოზე თვალის მუქ ტონებს დაიდებთ, ხოლო წარბებს ქვემოთ უფრო ბაცს.

მეტად ეფექტურია ერთი ფერის გამაში გადაწყვეტილი მაკიაჟი (პომადა, ფერუმარილი, თვალის საღებავი) მისი წყალობით თვალები უფრო ვნებიანი გამოჩნდება.

გამოხედვას სინაზეს შემატებთ, თუ ზედა ქუთუთოს შიგნითა ხაზზე ბაც ცისფერ ან სხეულის კანისფერ ფანქარს გადაისვამთ.

წამწამები უფრო ხშირი რომ გამოგიჩნდეთ, თხელი ლაინერით ზედა წამწამების ძირებთან, ზედ მათი ზრდის ხაზზე რამდენიმე წერტილი დასვით. თუ ზედა წამწამებზე ხაზს ისე გაატარებთ, რომ ქუთუთოს კანი მსუბუქად გადაჭიმოთ თვალები საოცრად მეტყველი გამოჩნდება. უმჯობესია მუქი ყავისფერი ან მუქი ლურჯი ფანქარი.

და უკანასკნელი შტრიხი – წამწამების ტუში. ეცადეთ, ჯაგრისი ქუთუთოსთან რაც შეიძლება ახლოს გეჭიროთ. წამწამები ტალღისებური მოძრაობით შეიღებეთ. ტუშის პირველ ფენას რომ წაისვამთ, გაშრობა აცადეთ, წამწამები სპეციალური ჯაგრისით გაიცალკევეთ და მეორე ფენა დაიდეთ.

აუცილებელი კოსმეტიკა: მოცულობითი ტუში, ბრჭყვიალა ჩრდილი და წვრილი ფანქარი.

წინა «
შემდეგი »