როგორ შევქმნათ სიმყუდროვე სახლში?

  • Creed
  • იანვარი 17, 2014

სახლში-სიმყუდროვე-ihow.geსახლი – ეს არის ის პატარა კუნძული რომლისკენაც ყოველდღე მივემართბეით. ეს ის ადგილია სადაც შეგვიძლია დავისვენოთ და დავტკბეთ მარტოობით. ეს ის ადგილა სადაც შეგვიძლია შევკრიბოთ ყველა მეგობარი. თუ ჩვენ გვსურს რომ საკუთარი სახლი გახდეს ყველაზე კომფორტულ ადგილად მსოფლიოში, მაშინ წავიკითხოთ შემდგომი ინსტრუქცია.

 

 

სახლში-რემონტი-ihow.geროგორც ყველამ იცის რემონტი ეს არ არის იაფი, მაგრამ თითქმის ყველასთვის ხელსაყრელი (თუ იცით სად რა მატერიალი შეიძინოთ). იგივე ინტერნეტ მაღაზიაში შეგიძლიათ მოდძებნოთ სხვადასხვა სახის შპალერი, ლამინატი, ლინოლიუმი ან სხვა. რაც გამოგადგებათ საკუთარი სახლის განახლებაში და გალამაზებაში.

 

 

 

ლამაზი-ინტერიერი-ihow.geახალი რემონტიც მზად არის. ავეჯი დალაგებულია, მაგრამ მაინც რაღაც აკლია სახლს. ინტერიერისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა პატარა წვრილმა მაგალითად: ბალიში, სანთელი, პლედი, ხალიჩა, ვაზა, ყვავილი, წიგნები, სტატუეტები და სხვა. ან ჩამოკიდოთ რაიმე ხელოვნების ნიმუში, რაც სილამაზეს და ეშხს შემატებს თქვენს ოთახს.

 

 

 

კაშკაშა-ბალიშები-ihow.geშემდგომი ნაბიჯი – გამოვაცოცხლოთ ოთახი. ამისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ პლედები, კაშკაშა ფერის ბალიშები, სათამაშოები და სხვა. ან გამოვიყენოთ რაიმე გადასაფარებელი დივანისთისა და სავარძლისთვის. დავყაროთ ბევრი ბალიშების საწოლზე და დივანზე, რის შემყურე, ერთი სული გექნებათ რომ შიგ ჩაწვეთ :). მოკლედ მიეცით გზა თქვენს ფანტაზისა რადგან ყველა საშუალება ხელთ გექნებათ და გაალამაზეთ თქვენი საცხოვრებელი ადგილი ისე როგორც თქვენ გაგიხარდებათ.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.