როგორ შევქმნათ “ძველი” სურათი?

  • pkzeze
  • მაისი 26, 2013

dzveli surati_IHOW.GE   შესაძლოა, გინახავთ თანამედროვე ხატები, რომლებიც გარეგნულად ძალიან ჰგავს ძველს. სიძველის ელფერის მისაღებად მხატვრები ხშირად “დაძველების” საგანგებო მეთოდს იყენებენ.
ამ მეთოდის საშუალებით თქვენ ნებისმიერი ფერწერული ნამუშევრის რეპროდუქციას, მათ შორის რომელიმე წმინდანის გამოსახულებას, თქვენივე ხელით ახალ სიცოცხლეს შესძენთ.
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ თუ როგორ “დავაძველოთ” ნამუშევარი დაზგური ფერწერის ერთ-ერთი მხატვრული ხერხის გამოყენებით.
ამისათვის ჩვენ დაგვჭირდება:

ჟურნალიდან, კალენდრიდან ამოჭრილი რომელიმე ფერწერული ნამუშევრის რეპროდუქცია ან  ფერადი ქსეროასლი. ამავე ზომის ხის ფიცარი ან სქელი მუყაო, წებო, სანთელი, ასანთი, ჩაის მუქი ნაყენი, ბამბის ტამპონი, პლასტმასის სახაზავი ან ერთჯერადი პლასტმასის დანა.


ცვილის (დამდნარი სანთლის) საშუალებით დავაძველოთ გამოსახულება.

* ხის ფიცარზე ან სქელ მუყაოზე ფრთხილად დააწებეთ თქვენს მიერ წინასწარ შერჩეული რეპროდუქცია.

* ჩაის მუქ ნაყენში დასველებული და გაწურული ბამბის ტამპონი წაუსვით რეპროდუქციის ზედაპირს დს დაიცადეთ ვიდრე იგი კარგად გაშრება. შეგიძლიათ წყალში გახსნილი მუქი ფერის აკვარელის საღებავიც გამოიყენოთ.

* გამშრალ ზედაპირზე ანთებული სანთლიდან ფრთხილად დააწვეთეთ ცვილი. ფრთხილად მოეპყარით ანთებულ სანთელს, ახლოს არ მიიტანოთ იგი ქაღალდთან!

* სანთლის წვეთები თანაბრად გადაანაწილეთ რეპროდუქციის ზედაპირზე და დაწვეთებისთანავე ბრტყელი გლუვი საგნით (სახაზავი, დანა) გადაგლისეთ; მოასწორეთ ისე, რომ ზედაპირი თანაბრად იყოს დაფარული ცვილის თხელი ფენით.

* დაიცადეთ, ვიდრე ცვილი გაცივდება და გამყარდება.

როგორც დაინახეთ, ჩაის ნაყენითა თუ აკვარელის საღებავით ფურცლის დამუშავებამ გამოსახულების გამუქება გამოიწვია, რაც სწორედ ძველი მხატვრობისთვისაა დამახასიათებელი, ხოლო ცვილმა კიდევ უფრო გააძლიერა სიძველის შთაბეჭდილება.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.