როგორ შევქმნათ ჯანსაღი ურთიერთობა?

  • An'na
  • December 23, 2017
  • 0

ჯანსაღი ურთიერთობა გეხმარებათ საკუთარი პიროვნების აღმოჩენაში. იპოვეთ თქვენი საუკეთესო ნაწილი და ხელი შეუწყვეთ თქვენს გაზრდას. თუ მთელ ყურადღებას ერთმანეთის პატივისცემასა და დახმარებაზე გადაიტანთ,შედეგი ნამდვილად სასიამოვნო იქნება.

 

1.ისაუბრეთ. ნუ დაელოდებით, რომ თქვენი პარტნიორი თქვენს აზრებს წაიკითხავს ან უბრალოდ გამოიცნობს. თუ რამის თქმა გინდათ, მაშინ ეს პირდაპირ უნდა გააკეთოთ.  თუ თქვენ გრძნობებსა და საჭიროებებს თქვენთვის შეინახავთ, ეს უსამართლობაა როგორც თქვენ პარტნიორთან,ასევე საკუთარ თავთან. თუ გიჭირთ საუბრის დაწყება, სცადეთ თქვათ: „რაღაც მაწუხებს და მინდა მომისმინო “,

გამოიყენეთ სიტყვა „მე“ და მკაფიოდ ისაუბრეთ თქვენს გრძნობებზე.

2.მოუსმინეთ. კარგი ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია,რომ იცოდე როდის ილაპარაკო და როდის მოუსმინო. არ შეაწყვეტინოთ საუბარი და ყოველთვის ბოლომდე მოუსმინეთ. უსმინეთ გულით და პასუხზე საუბრის დროს ნუ იფიქრებთ.

სტრესულ სიტუაციებში, ყოველთვის მის გვერდით დადექით.

გამოიყენეთ მისივე სიტყვები და ემოციები. მაგ: „შენი ძალიან კარგად მესმის. მესმის,რომ გეწყინა როდესაც არ გაგაფრთხილე სახლში გვიან დაბრუნების შესახებ. ნეტავ ადრე მეთქვა,ახლა შენ გულნატკენი ხარ.

3.გაავლეთ ჯანსაღი საზღვრები. საზღვრებმა თავი დატყვევებულად არ უნდა გაგრძნობინონ. ისინი შექმნილია იმისთვის, რომ განამტკიცოს პატივისცემა და გაგარკვიოს, რას შეიძლება ელოდო ამ ურთიერთობიდან. თუ რამე შეგაწუხებთ, ამ თემაზე ისაუბრეთ და გადაწყვიტეთ, რომელი რა დათმობაზე წახვალთ ყველაფრის გამოსწორებისთვის.

საზღვრები აუცილებელია. ნუ მისცემთ უფლებას თქვენს პარტნიორს,რომ გაკონტროლოთ და ნურც თქვენ გააკონტროლებთ მას.ეს ხელს შეუშლის ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

4. დასაწყისში ურთიერთობები ამაღელვებელია. თუმცა აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ ფესვები პატივისცემაში გაიდგით. ერთმანეთს პატივისცემით უნდა მოეპყროთ მაშინაც კი, როდესაც ერთმანეთზე გაბრაზებულები ხართ.

თქვენი პარტრნიორის სურვილებს,ფიქრებსა და გრძნობებს დიდი მნიშვნელობა აქვს. მასთან საუბრისას გაითვალისწინეთ რას გრძნობს ის.

გადაწყვიტეთ რას  „გავაკეთებთ“ და  „ არ გავაკეთებთ“ . კარგი იქნება, თუ შეიმუშავებთ „სამართლიანი ჩხუბის“ წესებს:

  • არ შეიძლება შეურაცხმყოფელი საუბარი.
  • არ შეიძლება ერთმანეთის დადანაშაულება
  • არ შეიძლება ყვირილი, ძალის გამოყენება.
  • ისაუბრეთ რიგრიგობით
  • არ უთხრათ თქვენ პარტნიორს რას გრძნობენ, ფიქრობენ ისინი თვითონ.

5.დააფასეთ ერთმანეთი.  ჯანსაღ ურთიერთობაში  თქვენ და თქვენმა პატრნიორმა თავი დაფასებულად უნდა იგრძნოთ. ხშირად ურთიერთობა აგებულია წვრილმანებით,რომლებიც ერთად გროვდება. იმის ნაცვლად, რომ ყურადღება მის შეცდომებზე გაამახვილოთ, კონცენტრირდით იმაზე,თუ რას გმატებთ ის ცხოვრებაში. როდესაც რამე წვრილმანს შეამჩნევთ, ისაუბრეთ მასზე და გამოხატთ თქვენი მადლიერება.

6.გაატარეთ დრო ერთად. დროის ერთად გატარება გააძლიერებს თქვენს ურთიერთობას. იპოვეთ ისეთი აქტივობა,რომელსაც ორივე ერთად რეგულარულად გააკეთებთ, როგორიცაა დილით  ყავის ერთად დალევა ან ყოველ საღამოს კითხვა.

7.მიეცით ერთმანეთს სივრცე.  ერთი პიროვნება ვერ მოახერხებს რომ ყველას როლი მოირგოს. მიეცით პარტნიორს თავისუფალი დრო მეგობრებთან და ოჯახთან ყოფნისათვის. ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია რომ საკუთარი სივრცე ჰქონდეს. ურთიერთობის დასაწყისში შეიძლება მუდმივად ერთად ყოფნა გინდოდეთ,თუმცა თუ ცოტა ხნით ერთმანეთისგან შორს ყოფნა მოგინდებათ, ურთიერთობისთვის ნეგატიურს არაფერს ნიშნავს. არცერთმა არ დაკარგოთ მეგობრები. მათი ემოციური თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია.

8.მიიღეთ ცვლილებები. გაიაზრეთ რომ თქვენი ურთიერთობა ბევრჯერ შეიცვლება. მიეცით საკუთარ თავს, თქვენ პარტნიორს და თავად ურთიერთობას გაზრდის უფლება. როდესაც ცვლილება მოხდება, ღრმად ჩაისუნთქეთ და გაუმკლავდით მას.

  • მაგალითად, თუ წინა დღეს იჩხუბეთ, მეორე დღეს კითხეთ მას, რაიმეს თქმა კიდევ ხო არ სურს ან გადაუჭრელი საკითხები ხომ არ დარჩა.
  • ისაუბრეთ თქვენი მომავლის გეგმებზე. გაარკვიეთ, თუ ორივეს ერთი რამე გსურთ. ისაუბრეთ ერთად გადასვლაზე, სექსუალურ ცხოვრებაზე, ქორწინებაზე,ბავშვებზე. მკაფიოდ ახსენით რა გსურთ და რა ადგილი უკავია მასში თქვენს პარტნიორს.

9.ესაუბრეთ ფსიქოლოგს. თუ გრძნობთ,რომ ურთიერთობაში პრობლემებია, სთხოვეთ თქვენს პარტნიორს ფსიქოლოგის ნახვა. ის დაგეხმარებათ რომ დაივიწყოთ ყვირილი, ერთმანეთის დადანაშაულება, ჩაკეტვა. ის თქვენს ურთიერთობას სხვანაირად დაგანახებთ. ფსიქოლოგთან ვიზიტი არ ნიშნავს,რომ თქვენი ურთიერთობა ცუდია- ეს ნიშნავს,რომ მის გაუმჯობესებაზე ორივე თანაბრად ზრუნავთ.

10.პატივი ეცით თქვენი პარტნიორის პირად ცხოვრებას. ურთიერთობაში ყოფნა არ ნიშნავს,რომ მან ყველაფერი უნდა გითხრათ. პატივი ეცით მის საიდუმლოს და გაიაზრეთ,რომ თქვენი ეჭვიანობა შეიძლება სულაც არ იყოს მისი მოქმედებების ბრალი. ნუ მოსთხოვთ მას სოციალური ქსელების პაროლებს. გამოხატეთ ამ საქციელით მისდამი ნდობა.

11.ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი სიყვარული ბოროტად არ გამოიყენონ. ურთიერთობა დაფუძნებული უნდა იყოს პატივისცემასა და თანასწორობაზე და არა ძალასა და კონტროლზე. თავიდან შეიძლება ზოგიერთ საქციელს ყურადღება არ მიაქციოთ, თუმცა უპატივცემულო მოქცევა დროთა განმავლობაში ცუდ შედეგამდე მიგიყვანთ. თუ თქვენი პარტნიორი მესაკუთრეა, შეურაცხყოფას გაყენებთ, გიყვირით, გამცირებთ ან უპატივცემულოა თქვენდამი ნებისმიერი გზით, ყურადღება მიაქციეთ ამ ყველაფერს. ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ძალადობა არჩევანია, რომელსაც ყველა პიროვნება ინდივიდუალურად აკეთებს და არ ხარ ვალდებული, რომ ამის მსხვერპლი იყო.

 

წინა «
შემდეგი »