როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხები ორიგინალურად?

  • minadze
  • მარტი 13, 2018

საღდგომო_კვერცხებირამდენიმე დღეში მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს. აღდგომა  კი წითლად შეღებილი სააღდგომო კვერცხების გარეშე წარმოუდგენელია. ხშირად ჩვენი სააღდგომო სტუმრების გასაოცებლად ვცდილობთ კვერცხებზე უცხო ორნამენტები დავიტანოთ.

ამ სტატიაში თქვენ ისწავლით როგორ უნდა შეღებოთ სააღდგომო კვერცხი აბრეშუმის ნაჭრით, დამერწმუნეთ ეს პროცესი ძალიან სასიამოვნოა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ კვერცხების ამგვარად შეღებვას რელიგიური დატვირთვა არ აქვს.

სააღდგომო კვერცხის შესაღებად დაგჭირდებათ:

  • ფერადი აბრეშუმის ქსოვილი
  • თხელი თეთრი ნაჭერი
  • თოკი
  • ძმარი
  • კვერცხი

დაჭერით აბრეშუმის და თეთრი ქსოვილები კუბურად ისე, რომ ყველა გვერდი 17-20 სანტიმეტრი იყოს. თოთოეული კვერცხი მჭიდროდ შეახვიეთ ჯერ აბრეშუმის, შემდეგ კი თეთრ ნაჭერში და თავი მოუკარით თოკით.

შეფუთული კვერცხები

კვერცხები მოათავსეთ ქვაბში და დაასხით წყალი. დაამატეთ 3-4 სუფრის კოვზი ძმარი და 15-20 წუთის მანძილზე ხარშეთ.

კვერცხის_გაგრილება

15-20 წუთის შემდეგ გადაღვარეთ წყალი, კვერცხები გააგრილეთ, გაგრილების შემდეგ შემოაცალეთ ქსოვილები.

საბოლოო შედეგი გასაოცარი იქნება. კვერცხის ნაჭუჭის სილამაზის გამო შესაძლოა გატეხვაც კი დაგენანოთ.

P.S ვინაიდან არ ვიცით რა ნაჭერს გამოიყენებთ მაინც თავი შეიკავეთ კვერცხის საჭმელად გამოყენებისაგან, განსაკუთრებით კი ბავშვებისათვის არ არის რეკომენდებული, აღნიშნული მეთოდით შეღებილი კვერცხების საჭმელად მიცემა.

 

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.