როგორ შევხვდეთ ახალ წელს მარტო?

  • An'na
  • დეკემბერი 30, 2017

ახალი წელიახალი წელი ყველაზე ხშირად ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ყოფნასთან ასოცირდება. მიუხედავად ამისა, ხშირად სხვადასხვა მიზეზის გამო, ახალი წლის შეხვედრა შეიძლება მარტოს მოგიწიოთ. თუ საქმე ასეა, იმედი არ დაკარგოთ. უამრავი გზა არსებობს მარტო გასართობად.

მორთეთ სახლი საახალწლოდ. შეიძლება სახლის მორთვა, როდესაც მარტო უნდა იყოთ, უაზროდ მოგეჩვენოთ. თუმცა ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა საშობაო სულისკვეთების შესაგრძნობად და ხასიათის გამოსაკეთებლად. მორთეთ ნაძვის ხე, ჩამოკიდეთ დეკორაციები და დაკიდეთ გირლიანდები. ასევე კარგი იქნება ფანჯრებზე ნათურების ჩამოკიდება.

  • თუ ბავშვობაში მორთვის რამე სპეციალური ტრადიცია გქონდათ, შეგიძლიათ გაიხსენოთ. მაგალითად, შეიძლება ხის წვერზე ყოველთვის სანტას ქუდს ან სხვა რამეს კიდებდით ვარსკვლავის მაგივრად. ეს ტრადიცია დაგეხმარებათ თავი ისე იგრძნოთ, თითქოს ისევ თქვენი საყვარელი ხალხის გვერდით ხართ.

უყიდე საჩუქარი საკუთარ თავს. არის ისეთი რამ, რისი ყიდვაც დიდი ხანია გინდათ, მაგრამ ყოყმანობდით? წაახალისეთ საკუთარი თავი ისეთი ძვირიანი რამით, რასაც ჩვეულებრივ არ იყიდდით. იყიდეთ ის რამდენიმე დღით ადრე, მაგრამ გახსენით ზუსტად ახალ წელს.

სადღესასწაულო განწყობა აიმაღლეთ მხიარული სიმღერით. შეგიძლიათ აირჩიოთ საახალწლო ფლეილისთი Youtube-ზე, Spotify-ზე. შეგიძლიათ შეიძინოთ საახალწლო დისკები.

  • თუ სადღესასწაულო სიმღერები მაინცდამაინც არ გიყვართ, მაშინ იფიქრეთ იმ სიმღერებზე, რომელიც კარგ განწყობაზე გაყენებთ.

ისიამოვნეთ თქვენი საყვარელი სადღესასწაულო გასართობებით. თქვენი საყვარელი საჭმელი არ უნდა გამოტოვოთ მხოლოდ იმიტომ, რომ მარტო ხართ. რამდენიმე დღით ადრე შეიძინეთ ინგრედიენტები თქვენი საყვარელი საახალწლო საკვებისთვის.

  • თუ ნერვიულობთ, რომ თქვენ ძალიან ბევრ საკვებს იღებთ, მაშინ გააკეთეთ უფრო მცირე ულუფებით.
  • თუ ნამცხვარს აკეთებთ, ზოგი თვითონ ჭამეთ, ზოგი კი სხვას გაუგზავნეთ.

გაიხსენეთ წინა ახალი წელი. გადაათვალიერეთ ძველი ფოტოები ან მოგონებები, რომელიც წარსულიდან გაქვთ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად არ ხართ ამ წელს, მაინც შეგიძლიათ გაიხსენოთ წინა ახალი წლის ბედნიერი მოგონებები.

  • მოგონებების გახსენების დროს, შეგიძლიათ დაურეკოთ თქვენ საყვარელ ხალხს.
  • ზოგმა ადამიანმა შეიძლება მოიწყინოს, მითუმეტეს თუ უკვე ისედაც მოწყენილია მარტო ყოფნის გამო.
  • თუ მიხვდებით რომ მოგონებების გახსენება გამწუხრებთ, სხვა რამ სცადეთ მის დასავიწყებლად.

გაგზავნეთ საახალწლო ბარათები ან მეილები. ეს არაჩვეულებრივი გზაა, რომ შეხება გქონდეთ იმ ხალხთან, ვისთან ყოფნაც გსურთ. შეიძინეთ საახალწლო ბარათები რამდენიმე დღით ადრე და გააგზავნეთ ისინი. თუ ბარათები არ გაქვთ, შეგიძლიათ წერილები დაწეროთ და გააფორმოთ ისინი ბანტებით, ვარსკვლავებით ან ყველაფრით იმით, რაც ბრწყინავს.

გაატარეთ დღე “პიჟამოებში”. ბევრ ადამიანს შობა იმიტომ უყვარს, რომ ამ დღეს მათ უსაქმურად ყოფნის მიზეზი აქვთ. არანაირი საჭიროება არაა, რომ ადრე გაიღვიძოთ და ადგეთ, სკოლისთვის ან სამსახურისთვის მოემზადოთ. თქვენი თავი დაასაჩუქრეთ კომფორტით.

დაკავდით ხელსაქმით. თუ ხელსაქმისთვის მასალა გაქვთ, გაერთეთ საახალწლო ხელსაქმით. შეგიძლიათ გააკეთოთ საჩუქრები ან პატარა დეკორაციები სახლისთვის. ეს თქვენ დაგასვენებთ და ამავდროულად დაგაკავებთ.

  • თუ შთაგონება გჭირდებათ, მოძებნეთ ხელსაქმის სასწავლებელი ვიდეოები Youtube-ზე.

წაიკითხეთ. თუ კარგი წიგნი გაქვთ დაწყებული, წაიკითხეთ ის ახალი წლის არდადეგებზე. წამოწექით “პიჟამოებში” და ჩაიკარგეთ კარგ წიგნში.

  • თუ ამჟამად არაფერს არ კითხულობთ, შეგიძლიათ მოკლე ისტორია წაიკითხოთ. ხანდახან ისინი უფრო ჩამთრევია, ვიდრე ნოველები.

მოაწყვეთ საკუთარი „ფილმების მარათონი“. თუ საყვარელი საახალწლო ფილმები გაქვთ, უყურეთ მათ. გირჩევთ, უყუროთ „ეს მშვენიერი ცხოვრებას“.

  • თუ საახალწლო ფილმები არ მოგწონთ, შეგიძლიათ უბრალოდ თქვენ საყვარელ ფილმებს უყუროთ.

გაანებივრეთ თქვენი თავი. გააკეთეთ რამე ისეთი, რასაც ჩვეულებრივ დროს არ დაუთმობდით. აავსეთ აბაზანა, გაიკეთეთ მანიკური, დალიეთ ღვინო. არ იგრძნოთ თავი დამნაშავედ საკუთარი თავის სიამოვნებით.

გაისეირნეთ. ქალაქში გასეირნება ახალი წლის დღეს კარგი გასართობია. ბევრი სახლი მორთული იქნება და თუ თოვს, მაშინ ეს ქალაქს უფრო გაალამაზებს.

  • მოძებნეთ ბუნებრივი ბილიკები და სასეირნო ადგილები.

გახდით მოხალისე. მოხალისეობა განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ დღის მარტო გატარებას გეგმავთ. თუ გარეთ გახვალთ და რამეს გააკეთებთ სხვებისთვის, ეს განწყობას აგიმაღლებთ. მოძებნეთ ადგილობრივი საქველმოქმედო ცენტრები ან ეკლესიები, რომლებიც საახალწლოდ მოხალისეებს ეძებენ და გაატარეთ დღე სხვების დახმარებაში.

ესტუმრეთ რესტორნებს, რომლებიც ღია იქნება. ისეთი რესტორნები, რომლებშიც იმ ქვეყნის საჭმელი აქვთ, სადაც ჯერ ახალი წელი არ არის, შეიძლება ახალ წელს ღია იყოს. თუ ასეთ რესტორანს იპოვით, გაუმასპინძლდით საკუთარ თავს. ისიამოვნეთ მშვიდი ვახშმით. თუ მარტო ჭამის იდეა არ მოგწონთ, ყოველთვის შეგიძლიათ წაიღოთ.

ესტუმრეთ რელიგიურ ცენტრს. თუ რელიგიური ხართ, დაესწარით ადგილობრივ შეკრებებს, რომლებსაც ეკლესია მოაწყობს. ეს შეგახსენებთ რატომაა ეს დღე მნიშვნელოვანი და შანსი მოგეცემათ გაიცნოთ სხვა რელიგიური ადამიანები, რაც გაგიუმჯობესებთ ხასიათს თუ მოწყენილი ხართ.

ისეირნეთ ტრანსპორტით. თუ მანქანა გყავთ, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს, წადით იმ ადგილზე, რომლის ნახვაც ყოველთვის გინდოდათ. მიდით ბუნებრივ სასეირნო ადგილამდე მანქანით დ შემდეგ ისეირნეთ ფეხით. ესტუმრეთ მეზობელ ქალაქს.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.