როგორ შევხვდეთ ახალ 2014 წელს ?

  • ninimate
  • დეკემბერი 6, 2013

getImage (5) დადგა დეკემბერი და უკვე იგრძნობა წინა საახალწლო განწყობა. ყველა ცდილობს გამორჩეულად კარგად და დადებითი განწყობით შეეგებოს ახალ წელს, ასევე ბევრი აქცევს ყურადღებას ჰოროსკოპის რა ნიშნის წელი დგება და რა იქნება კარგი ამ წელს.

ყველა ალაგებს და ასუფთავებს სახლს, რათა სისუფთავე და წესრიგი დაებედოს მთელი წლის განმავლობაში. არის ასეთი შეხედულებაც, რომ ახალ წელს მოწესრიგებული სანტექნიკით შეხვდნენ, რომ წყალი არ გადიოდეს სახლიდან.

2014 ცხენის წელია, ეს ცხოველი კი ოპტიმისტური სიცოცხლის მოყვარულია და ამიტომ კარგი იქნება წახვიდეთ კონცერტზე ან დაურეკოთ მეგობრებს და უბრალოდ მთელი გულით იმხიარულოთ, გაერთოთ და გააცნობიეროთ, რომ ცხოვრება მშვენიერია.

კარგია ოჯახის წევრებთან ერთად შეხვედრა ამ წელს, რადგან ცხენს მჭიდრო კავშირი აქვს ოჯახთან და ისეთ გარემოში, სადაც ოჯახური ფასეულობებია ის კარგად გრძნობს თავს.

ინტერიერს რაც შეეხება: იყიდეთ ცხენის ფიგურები ან გადასაფარებელი მისი გამოსახულებით. კარზე შეგიძლიათ დაამაგროთ ზარები, ეს მოიზიდავს წარმატებას.

სუფრის გაწყობის დროს კარგია გამოიყენოთ ხის ჭურჭელი, მაგიდაზე შეგიძლიათ დადგათ შვრიით სავსე ჯამი, შაქრის ნატეხები, ასევე რაც შეიძლება ბევრი ხილი და მწვანილი უნდა იყოს.
საჩუქრები გააფორმეთ ცხენის გამოსახულებით. ამ ცხოველს არ უყვარს ხმაური და არეულობა, ამოტომ ჯობია მშვიდ, წყნარ გარემოში გაატაროთ დრო.

kak-vstrechat-2014-godწელს ლურჯი ცხენის წელი მოდის, ეს არის კოსმიური ფერი.

სტიქია – წყალი, რასაც ახასიათებს დინამიურობა, ცვალებადობა, უნარი შეაღწიოს ყველგან და მოახდინოს სწრაფი ცვლილებები.

ფინანსების მხრივ ამ წელს შესაძლებელია ზრდა. სამსახურში დაწინაურება, ვისაც ბიზნესი აქვს მისი გაფართოვება. პირად ცხოვრებაშიც მკვეთრი ცვლილებებია მოსალოდნელი.

2014 წელს შეხვდით: მხიარულები, ლამაზები, ოჯახის წევრებთან ერთად, ასევე თქვენს ახლო მეობრებთან.

მორთეთ ნაძვის ხე და ჩამოკიდეთ ცხენის ფიგურა, გაუკეთეთ ერთმანეთს საჩუქრები და რაც მთავარია, მთელი გულით ირწმუნეთ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, აგიხდებათ ყველა სურვილი და გაიხარეთ ამ რწმენით, რადგან ყველაზე დიდი ძალა რწმენას აქვს, რაც მთელი გულით გჯერათ და გსურთ ის აგისრულდებათ კიდეც.

გისურვებთ ახალი 2014 წელი ყოფილიყოს თქვენთვის ყველაზე ლამაზი, სიხარულის, წარმატების მომტანი. იყავით ჯანმრთელები და გახარებულები. მთავარია გჯეროდეთ ყველაფერი კარგი, იმხიარულეთ მთელი გულით გაუნაწილეთ ყველას თქვენი სიყვარული, კეთილგანწყობა და ამ დადებითი ენერგიით დამუხტული ყოველთვის მიაღწევთ წარმატებას.

images

ახალი წელი ის გამორჩეული დღესასწაულია, რომელსაც მთელი მსოფლიო ზეიმობს და ამ დღეს მთელი დედამიწა მხიარულებითაა მოცული.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.