როგორ ჩავიცვათ მომხიბვლელად ზამთარში?

  • An'na
  • იანვარი 6, 2018

ზამთარი მოდისთვის ყველაზე რთული სეზონია. ძალიან ცივა და ტანსაცმლის მრავალი ფენა ჩვენს ფიგურას მალავს და ართულებს გარშემომყოფთათვის თავის მოწონებას. ამ პატარა ხრიკებით თქვენი ზამთარი არც ისე ცუდი იქნება.

ჩაიცვით ზამთრის ფეხსაცმელი. თუნდაც ძვირი იყოს, ნამდვილად ღირს ფულის დახარჯვა კარგ ფეხსაცმელში. ისინი საყვარელი და კომფორტულია, ასევე ყველაზე კარგი ისაა, რომ თბილად იქნებით. ყელიანი ფეხსაცმელი უხდება ჯინსებს, ქვედაბოლოს და კაბას. თუ დაბალი ხართ, მაშინ უკეთესი იქნება დაბალყელიანი ფეხსაცმლის ჩაცმა, ხოლო თუ მაღალი ხართ და გრძელი ფეხები გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ როგორც დაბალ, ასევე მაღალყელიანი ფეხსაცმლის მორგება. რაც შეეხება ფერებს, მოერიდეთ გიჟურ ფერებს. უფრო ბუნებრივი ფერები, როგორიცაა შავი, კრემისფერი და ყავისფერი ზამთარში უკეთ გამოიყურება.

გაცვალეთ უშნო დუტის ქურთუკი ლამაზ ჟილეტში. დუტის ქურთუკები ნამდვილად თბილია, თუმცა ლამაზი არა. ამის ნაცვლად, ჩაიცვით ზუსტად ისეთივე თბილი, თუმცა უფრო ლამაზი ჟილეტი და შეუხამეთ მას მჭიდროდ მორგებული მკლავიანი, ამოღებული მაისური.

გამოიყენეთ აქსესუარები. ზამთარი არაჩვეულებრივი დროა საყვარელი შარფებითა და შესაფერისი ქუდებით მოსართავად. შეგიძლიათ აირჩიოთ მუქი, ყავისფერი ან კრემისფერი შარფი და ქუდი, მაგრამ ფერადი და ნახატებიანი დიზაინი თქვენ სტილს გაახალისებს, რა თქმა უნდა თუ ის ტანსაცმელს უხდება.

ამის გარდა, არ შეუშინდეთ დიდი, მრგვალი საყურეების გამოყენებას. განსაკუთრებით გამოიყენეთ ოქროსფერი, რადგან ის ზამთრის ფერებს უხდება.

გაიკეთეთ ზამთრის მაკიაჟი. მაკიაჟისთვის, აირჩიეთ უფრო მუქი ფერები. თვალებისთვის კი, გამოიყენეთ ვერცხლისფერი ან ღია ცისფერი ლაინერი თვალის ქვედა ნაწილისთვის და შავი ლაინერი ზედა ნაწილისთვის. გამოიყენეთ თეთრი ან ცისფერი თვალის ჩრდილი და მაკიაჟი დაასრულეთ შავი ტუშით. გამოიყენეთ ვარდისფერი პუდრი ლოყებისთვის ვარდისფერი ეფექტის მისანიჭებლად. ტუჩებზე, შეგიძლიათ ღია ვარდისფერის გამოყენება. ჯინსები პრაქტიკულია და ამავდროულად ლამაზი.

დაიმახსოვრეთ: ტყავის ფეხსაცმელი + გეტრები = შესანიშნავს! ძალიან საყვარელს, ძალიან კოხტას და ძალიან თბილს! ეს სტილი არაჩვეულებრივად მიდის ქვედაბოლოსთან ან მუქი ფერის, კარგად მომდგარ ჯინსებთან.

შეარჩიეთ თმის სტილი. ტალღოვანი ხვეულები საყვარლად ჩანს ნებისმიერ მოქსოვილ ქუდში. გაშლილი თმით კისერიც თბილად გექნებათ. კისრის გაციებამ შეიძლება დაჭიმულობა გამოიწვიოს. „ცხენის კუდი“ ან აბურდული კოსა არაჩვეულებრივად გამოიყურება ზამთარში.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.