როგორ ჩავრთოთ ინტერნეტი კომპიუტერზე ანდროიდ ტელეფონის მეშვეობით?

  • alkapone3286
  • September 23, 2016
  • 0

hotspotყველა თქვენგანი ყოფილა სოფელში სადაც ინტერნეტი არ არის. ანდროიდის ტელეფონს აქვს შესანიშნავი ფუნქცია რომლის მეშვეობითაც თქვენ შეგიძლიათ თქვენი ანდროიდ ტელეფონის ნომრის ბალანსის გამოყენებით შეხვიდეთ ინტერნეტში. კომპიუტერთან დასაკავშირებლად არსებობს რამდენიმე ხერხი. მაგალითად: Bluetooth დაკავშირება, USB დაკავშირება და სხვა.

განვიხილოთ ორივე მაგალითი:

USB დაკავშირება ანუ USB Connection.

ინტერნეტის ჩართვა USB-ს გამოყენებით ხდება შემდეგნაირად :

1) შევაერთოთ ტელეფონი USB კაბელის მეშვეობით კომპიუტერთან.

2) შევიდეთ ტელეფონის მენიუში

3) გადავიდეთ Settings, More from the Wireless & Networks section და შემდეგ “Tethering & Portable Hotspot

4) შეამოწმეთ USB Tethering რათა დაამყაროთ ინტერნეტთან კავშირი. მუშაობის დასრულების შემდეგ გააუქმეთ მონიშვნა.

 

Bluetooth დაკავშირება Bluetooth Hotspot

ინტერნეტის ჩართვა Bluetooth Hotspot-ის გამოყენებით ხდება შემდეგნაირად :

1) შევიდეთ ტელეფონის მენიუში

2) შედით “Settings” ხოლო შემდეგ გადადით Bluetooth from the Wireless & Networks section.

3) დააკლიკეთ Off რათა ჩართოთ ბლუთუზი (ანუ on-ზე დააყენეთ ბლუთუსი), მაგრამ ასევე გააქტიურეთ შემდეგი რამ, “Not Visible to Other Bluetooth Devices

4) ახლა კი კომპიუტერის დაყენების დრო მოვიდა. შევიდეთ Start-ში, შემდეგ Devices and Printers და ავირჩიოთ Add a Device

5) აღმოჩენილ ჩამონათვალში დააკლიკეთ თქვენს ტელეფონს რათა დაუკავშირდეთ მას.

6) მას შემდეგ რაც წინა ნაბიჯს შეასრულებთ დააკლკეთ Back ღილაკს, შემდეგ More, from the Wireless & Networks განყოფილებაში და ამოირჩიეთ Tethering & Portable Hotspot.

7) როგორც კი მორჩებით ყველაფერს, შეამოწმეთ თქვენს მობილურში  Bluetooth Tethering რათა გაზიარდეს ინტერნეტი თქვენი მობილურის მეშვეობით.

ეს ყველაფრი ძნელი სულაც არაა, წარმატებას გისურვებთ.

წინა «
შემდეგი »