როგორ ჩავრთოთ Nike+iPod ფუნქცია

  • lasha117
  • December 23, 2011
  • 0

თუ თქვენ გაქვთ iPod და გიყვართ ვარჯიში, გირჩევთ იყიდოთ სპეციალური გარნიტურა, რომელიც მისთვის Nike-მა გამოუშვა. მათ ერთობლივად განახორციელეს პროექტი სახელად Nike+iPod, რომელიც iPod-ს სხვა დანიშნულებას ანიჭებს. კერძოდ, ვარჯიშის დროს იგი დაგითვლით რამდენს გაირბენთ და ა.შ.

დაყენების ინსტრუქცია:

 

1. თუ ეკრანზე გამოტანილი არაა Nike-ს ხატულა, მაშინ მისი ხელით გამოტანა მოგიწევთ. შედით მენიუში, დააჭირეთ Settings და ჩამოწიეთ მენიუ ბოლოში.

2. დაინახავთ წარწერას Nike, შედით შიგნით.

3. დასაწყისშივე ეწერება on/off და გადართეთ იგი ON-ზე.

4. შეგიძლიათ უკვე შეხვიდეთ აპლიკაციაში მთავარი მენიუს გამოყენებით.

5. დააჭირეთ სენსორს. ამ დროს გაიგებთ სიტყვებს: Walk around to activate your sensor

6. გავლა არაა საჭირო, უბრალოდ შეარხიეთ Nike სენსორი და ეკრანზე დაეწერება Linked to sensor.

ახლა, რაც შეეხება თვითონ სენსორის დაყენებას: თქვენ დაგჭირდებათ იმ მოდელის Nike-ს ბოტასები, რომლებსაც სურათზე ნაჩვენები ლოგო ახატია. იგი საფენის ქვეშ თავსდება ისე, რომ ვერც გრძნობთ მას სიარულის დროს.

Nike+iPod-ის გამოყენება შესაძლებელია iPod nano, iPod touch, ან iPhone 3GS–სა და შემდეგ მოდელებზე.

წინა «
შემდეგი »